განათლების სამინისტროში განახლებული საიტის პრეზენტაცია გაიმართა
02 მარტი, 2010
382
print

1 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განახლებული საიტის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, Mes.gov.ge, დამთვალიერებელთა რაოდენობის მიხედვით სამთავრობო საიტთა შორის, ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდის შემდეგ მეორე ადგილზეა. საიტით დაინტერესებას მისი ინფორმაციულობა განაპირობებს. შეგახსენებთ, რომ , Mes.gov.ge სრულ ინფორმაციას მოიცავს განათლების სისტემის შესახებ. საიტის სტუმარს შესაძლებლობა აქვს მისთვის საჭირო მასალა მოიძიოს ყველა იმ საკითხზე, რომელიც განათლების სფეროს ეხება. დამთვალიერებელი გაეცნობა მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებს. სპეციალური საიტი ახალი პროგრამის, - "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში შეიქმნა. პროგრამა საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლების მიზნით, 1000 უცხოელი პედაგოგის ჩამოყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული საიტი ინგლისურენოვანია და მიზნად საქართველოს შესახებ უცხოელთა ინფორმირებას და მათ დაინტერესებას ისახავს.

 

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო