სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი გა­და­ი­დო
16 ივლისი, 2013
1778
print

17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, მათ შო­რის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა 23 ივ­ლი­სის­თ­ვის გა­და­ი­დო.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლოს მო­სა­მარ­თ­ლემ მე­რაბ ჯორ­ბე­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ერთ-ერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლის ტი­ტან დავ­რი­ში­ა­ნის გა­მო­უცხა­დებ­ლო­ბის მი­ზე­ზით მი­ი­ღო. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ტი­ტან დავ­რი­ში­ა­ნი სხვა საქ­მის გა­მო პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და პრო­ცეს­ზე მი­სი ბად­რა­გი­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხ­და. გუ­შინ მხა­რე­ებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნ­და გა­ეც­ვა­ლათ, თუმ­ცა დაც­ვის მხა­რის ად­ვო­კა­ტე­ბი პრო­ცე­სის გა­და­დე­ბის შე­სა­ხებ შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბას აპი­რებ­დ­ნენ იმ მო­ტი­ვით, რომ საქ­მის მა­სა­ლებს არ იც­ნო­ბენ. პრო­ცე­სის გა­და­დე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მცი­რე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ერთ-ერ­თ­მა ბრალ­დე­ბულ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა ან­თი­მოზ ბი­ჩი­ნაშ­ვილ­მა. ის თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს. ბი­ჩი­ნაშ­ვი­ლი აპი­რებს, სა­ხალ­ხო დამ­ც­ველს მი­მარ­თოს იმ ბრალ­დე­ბე­ბის გა­მო, რომ­ლე­ბიც მის მი­მართ ვრცელ­დე­ბა.

„ჩე­მი უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღ­ვე­ვა თუ არა იმით, რომ გა­და­მი­ა­რეს?“ - ამ­ბიბს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი და დას­ძენს, რომ მას და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია.

„ვე­რაფ­რით და­ვად­გი­ნე, Youtube-ზე ვინ და­დო მა­სა­ლა და ვერც ვე­რა­ვინ და­მიდ­გი­ნა ის, ვინც ასე ფა­რუ­ლი კა­მე­რით თუ მო­ბი­ლუ­რით მი­ღებ­და და მე­რე Youtube-ზე და­დო. ჩე­მი ბერ-მო­ნაზ­ვ­ნუ­რი ღირ­სე­ბა არ მაძ­ლევს უფ­ლე­ბას, რომ ვი­ღა­ცას ვუ­ჩივ­ლო და მე­რე გა­მო­ძი­ე­ბა და­იწყოს. პი­რი­ქით, ვეხ­მა­რე­ბო­დი პო­ლი­ცი­ას და ის ბავ­შ­ვე­ბი თუ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­ვარ­ჩი­ნე,“ - ამ­ბობს სა­მე­ბის ტაძ­რის არ­ქი­მან­დ­რი­ტი «სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყე­ბელ­თან» სა­უ­ბარ­ში.

პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლოს­თან სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია გა­ი­მარ­თა. მრევ­ლ­მა, უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლებ­მა და პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ან­თი­მოზ ბი­ჩი­ნაშ­ვი­ლი­სა და იოთამ ბა­სი­ლა­ი­ას მი­მართ ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

რო­გორც პრო­ცე­სის დაწყე­ბამ­დე „თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა დი­მიტ­რი ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძემ გა­ნაცხა­და, მას გა­მა­მარ­თ­ლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის იმე­დი აქვს, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ბრალ­დე­ბას სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გა­აჩ­ნია. სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სის დაწყე­ბამ­დე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ა­მაც. მი­სი გან­ცხა­დე­ბით, თუ­კი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი რა­მე­ში არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, ეს ეკ­ლე­სი­ის ში­და საქ­მეა და ამა­ზე რე­აქ­ცია სწო­რედ ეკ­ლე­სი­ამ უნ­და მო­ახ­დი­ნოს.

„ნეტ­გა­ზე­თის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ცე­სის დაწყე­ბამ­დე, დარ­ბაზ­ში მან­და­ტუ­რებ­მა ჯერ ად­ვო­კა­ტე­ბი შე­უშ­ვეს, შემ­დეგ კი და­ი­ძა­ხეს, რომ მხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი შე­სუ­ლიყ­ვ­ნენ, რა­მაც შე­სას­ვ­ლელ­თან ჭყლე­ტა გა­მო­იწ­ვია. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის შეს­ვ­ლის შემ­დეგ მან­და­ტუ­რებ­მა ხალ­ხის ნა­კა­დის შე­კა­ვე­ბა ვერ შეძ­ლეს და დარ­ბა­ზი ხალ­ხით გა­ივ­სო. ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, დარ­ბაზ­ში შეს­ვ­ლის მო­სურ­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სიტყ­ვი­ერ შე­უ­რაცხ­ყო­ფას აყე­ნებ­დ­ნენ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებს, გარ­და ამი­სა, ისი­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­დ­მიც აგ­რე­სი­უ­ლად იყ­ვ­ნენ გან­წყო­ბილ­ნი.

„ფულ­ზე გა­ყი­დუ­ლი“, „არა­ფე­რიც არ უნ­და გა­და­ი­ღო“, „ეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რომ იღებ­დ­ნენ, იმი­ტომ არი­ან მა­მე­ბი დღეს აქ“, „პრო­კუ­რო­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი“ - ასე მი­მარ­თავ­და დარ­ბაზ­ში მყოფ ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და «სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის» პირ­ვე­ლი არ­ხის ოპე­რა­ტორს, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე კლა­რა შუკ­ვანს იღებ­და . ის სა­სა­მარ­თ­ლო დარ­ბაზს არ ტო­ვებ­და, სკა­მე­ბის უკან, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ჩო­ქი­ლი იდ­გა და მან­და­ტუ­რებს დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბა­ზე უარს ეუბ­ნე­ბო­და.

სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სის შე­სა­ხებ გუ­შინ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა. არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის თქმით, სა­კითხი სენ­სი­ტი­უ­რია, თუმ­ცა ის, ვინც შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, უნ­და გა­სა­მარ­თ­ლ­დეს.

„თუ შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა პირ­მა, ის ამის­თ­ვის უნ­და გა­სა­მარ­თ­ლ­დეს. არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია თუ სა­ე­რო მოღ­ვა­წე. რა თქმა უნ­და, ვგრძნობთ იმის სიმ­ძი­მეს, რომ რო­დე­საც ბრალ­დე­ბა წარ­დ­გე­ნი­ლია სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მი­მართ, სენ­სი­ტი­უ­რო­ბა მა­ტუ­ლობს, მაგ­რამ ამის ხარ­ჯ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა სტან­დარ­ტის დარ­ღ­ვე­ვა და უთა­ნას­წო­რო პო­ზი­ცი­ის დამ­კ­ვიდ­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც დად­გინ­დე­ბა ღია, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე სა­სა­მარ­თ­ლოს შე­დე­გად, იმ შე­დეგს გა­ი­ზი­ა­რებს ყვე­ლა,“ - ამ­ბობს კბი­ლაშ­ვი­ლი.

17 მა­ისს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხ­დარ ინ­ცი­დენ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე ორ სა­სუ­ლი­ე­რო პირს - სა­მე­ბის ტაძ­რის არ­ქი­მან­დ­რიტ ან­თი­მოზ (თა­მაზ) ბი­ჩი­ნაშ­ვილ­სა და იოანე-თორ­ნი­კე ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის დე­და­თა მო­ნას­ტ­რის იღუ­მენს იოთამ (ირაკ­ლი) ბა­სი­ლა­ი­ას ბრა­ლი 23 მა­ისს წა­უ­ყე­ნეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა მათ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სის 161-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­ულს ედა­ვე­ბა, რაც შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის უფ­ლე­ბის ხელ­ყო­ფას, უკა­ნო­ნოდ და ძა­ლა­დო­ბით ხელ­შეშ­ლას გუ­ლის­ხ­მობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლით სას­ჯე­ლის ზო­მად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ჯა­რი­მა, გა­მას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შაო ერთ წლამ­დე ვა­დით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა ორ წლამ­დე ვა­დით ან თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თ­მე­ვა სამ წლამ­დე ვა­დით.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა