წარ­მა­ტე­ბას წარ­მა­ტე­ბა მო­აქვს ქარ­თუ­ლი რაგ­ბის­თ­ვის
20 დეკემბერი, 2013
1702
print

ნო­ემ­ბ­რის ტესტ-მატ­ჩე­ბის ფარ­გ­ლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლი დო­ნის გუნ­დი სა­მოა 16:15 და­ა­მარ­ცხა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი IRB მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გ­ში დღეს მე-16 ად­გილ­ზეა, სა­მოა კი - მე-8-ზე.მე­ო­რე დო­ნის ნაკ­რე­ბის მხრი­დან რე­ი­ტინ­გის მო­წი­ნა­ვე ათე­უ­ლის გუნ­დის და­მარ­ცხე­ბა უკ­ვა­ლოდ რომ არ ჩა­ივ­ლი­და, ეს აშ­კა­რა იყო.

ამ ფაქტს არა­ერ­თი გა­მო­ცე­მა გა­მო­ეხ­მა­უ­რა, დღეს კი იმ ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯ­ვე­ბას რაგ­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭო ეხ­მა­უ­რე­ბა თა­ვის ვებ­გ­ვერ­დ­ზე სა­თა­უ­რით: „წარ­მა­ტე­ბას წარ­მა­ტე­ბა მო­აქვს ქარ­თუ­ლი რაგ­ბის­თ­ვის“.

რაგ­ბის მმარ­თ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გვერ­დ­ზე ქარ­თულ რაგ­ბი­ზე სა­უ­ბა­რი ის­ტო­რი­ით იწყე­ბა. წე­რენ, რომ რაგ­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­დი და ამა­ყი ის­ტო­რია უმაგ­რებს ზურგს, რო­მელ­საც 1920-იან წლებ­ში ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირს კი - 1961 წელს, მაგ­რამ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა სა­მოა და­ა­მარ­ცხა. კუნ­ძუ­ლე­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბით აღ­მო­სავ­ლე­თევ­რო­პულ­მა ქვე­ყა­ნამ შე­საძ­ლოა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რაგ­ბის ძი­რე­უ­ლად შე­უც­ვა­ლოს სა­ფუძ­ვე­ლი.

შარ­შან და­ნერ­გი­ლი IRB’s Get Into Rugby (GIR), რაც რაგ­ბი­ში მა­სობ­რი­ვად ჩარ­თუ­ლო­ბის ერ­თ­გ­ვა­რი პროგ­რა­მაა, იმის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, რომ მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით მო­თა­მა­შე­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბოს.

ამ პროგ­რა­მის მი­ზა­ნია რაგ­ბის სა­ხალ­ხო თა­მა­შად გა­დაქ­ცე­ვა, რა­მაც ხე­ლი უნ­და შე­უწყოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში რაგ­ბის თა­მა­შის და­ნერ­გ­ვას - სა­ვალ­დე­ბუ­ლო გაკ­ვე­თი­ლად შე­მო­ღე­ბას. სა­ქარ­თ­ვე­ლო ამ პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი და გან­ვი­თა­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე გი­ორ­გი ჭუმ­ბუ­რი­ძე ამ­ბობს: „ამ პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ო­ბას ზაფხულ­ში შე­ვუ­დე­ქით. ოქ­ტომ­ბ­რის და­საწყის­ში კი პროგ­რა­მა ამოქ­მედ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად თბი­ლის­ში სა­მი სკო­ლა შე­ვარ­ჩი­ეთ და პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში და­ვიწყეთ სა­ხა­ლი­სო რაგ­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა.

მა­ლე კი­დევ ორი სკო­ლა შე­მოგ­ვი­ერ­თ­და და საქ­მეც და­იძ­რა. ჩვენ ამ პროგ­რა­მას ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ვავ­რ­ცე­ლებთ. დღეს მას­ში 120 პირ­ველ და მე­ო­რეკ­ლა­სე­ლია ჩარ­თუ­ლი. ამ ციფ­რის გა­სამ­მა­გე­ბას 2014 წლის ოქ­ტ­მ­ბ­რის ბო­ლოს­თ­ვის ვგეგ­მავთ.

იან­ვარ­ში პროგ­რა­მას და­ვიწყებთ ქუ­თა­ის­შიც - სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ო­რე დიდ ქა­ლაქ­ში. იგი­ვე გა­კეთ­დე­ბა სა­გა­რე­ჯო­ში - აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პა­ტა­რა პრო­ვინ­ცი­უ­ლი ქა­ლაქ­ში. GIR ფეხს იკი­დებს სამ­ხ­რეთ-და­სავ­ლეთ­შიც - ას­პინ­ძის პა­ტა­რა რე­გი­ონ­ში, სა­დაც 18 სკო­ლაა. იქ 200-მდე მოს­წავ­ლეა ჩარ­თუ­ლი პროგ­რა­მა­ში. რაგ­ბი ახალ­გაზ­რ­დებ­ში სპორ­ტის მო­წი­ნა­ვე სა­ხე­ო­ბა ხდე­ბა“.

GIR არის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა, რომ­ლის მი­ზა­ნია რე­გი­ო­ნულ ასო­ცი­ა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ეს თა­მა­ში მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით გა­ავ­რ­ცე­ლოს, გლო­ბა­ლუ­რად ჩარ­თოს რაგ­ბი­ში, ჩარ­თოს თა­მაშ­ში მო­ზარ­დე­ბი და ხე­ლი შე­უწყოს მათ ითა­მა­შონ და დარ­ჩ­ნენ რაგ­ბი­ში.

წლის და­საწყის­ში პროგ­რა­მის შე­მო­ღე­ბი­დან მას­ში ჩარ­თულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 175 ათა­სი შე­ად­გი­ნა. აქე­დან, უხე­ში გათ­ვ­ლე­ბით, ერ­თი მე­სა­მე­დი ქა­ლია. პროგ­რა­მამ შე­ა­ბი­ჯა 50 ეროვ­ნულ კავ­შირ­ში, მათ შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­დაც ეს ყვე­ლა­ფე­რი უფ­რო დიდ მას­შ­ტაბს იძენს და ვი­თარ­დე­ბა, რაც ხელს უწყობს რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

სრკ ავი­თა­რებს სას­კო­ლო რაგ­ბის, რომ­ლის მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა სრულ­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შექ­მ­ნა.

პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში დიდ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებს რაგ­ბის კავ­შირ­თან არ­სე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც შე­დი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლოს 15 და შვიდ­კა­ცა ნაკ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ამ საქ­მეს კი სა­თა­ვე­ში უდ­გას ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის კა­პი­ტა­ნი ირაკ­ლი მაჩხა­ნე­ლი.

„თავ­და­პირ­ვე­ლად ვგეგ­მავ­დით, თვე­ში ერ­თი გაკ­ვე­თი­ლი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ წა­მოწყე­ბა იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დით, გაკ­ვე­თი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გაგ­ვე­ორ­მა­გე­ბი­ნა, - ამ­ბობს ირაკ­ლი მაჩხა­ნე­ლი. -

გვჯე­რა, ქა­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გო­გო­ნებ­ში და მთლი­ა­ნად პროგ­რა­მის მი­მართ ინ­ტე­რესს გაზ­რ­დის. თუმ­ცა, მა­თი მხრი­დან ინ­ტე­რე­სის ნაკ­ლე­ბო­ბას არც ახ­ლა გან­ვიც­დით. მე­ო­რე გაკ­ვე­თილ­ზე უკ­ვე უამ­რა­ვი კითხ­ვა ჰქონ­დათ“.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ქარ­თუ­ლი რაგ­ბის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა ნო­ემ­ბერ­ში თბი­ლის­ში სა­მო­ას და­მარ­ცხე­ბა იყო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თ­ვის ეს იყო კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა რწმე­ნის გან­სამ­ტ­კი­ცებ­ლად 2015 წლის მსოფ­ლიო თა­სის საგ­ზუ­რის­თ­ვის ბრძო­ლა­ში.

რაგ­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს ვებ­გ­ვერ­დი სა­მო­ას­თან მატ­ჩ­ში კა­პიტ­ნის რან­გ­ში მყო­ფი მა­მუ­კა გორ­გო­ძის სიტყ­ვებ­საც იშ­ვე­ლი­ებს: „ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თა­მა­ში მო­ვი­გეთ. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ მო­წი­ნა­ვე ათე­უ­ლის ერთ-ერ­თი გუნ­დი და­ა­მარ­ცხა. ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­თა­მა­შე­ე­ბის­თ­ვის, მწვრთნე­ლე­ბის­თ­ვის, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი­სა და რაგ­ბის კავ­ში­რის­თ­ვის ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ახ­ლა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ჩვენ­მა ყვე­ლა მცდე­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ასე­თი დო­ნის გუნ­დებ­თან მე­ტი თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცე­მა.

გულ­შე­მატ­კი­ვარს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა აქვს მო­თა­მა­შე­ებ­ზე, რომ­ლებ­საც დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. ჩვენ ეს მატ­ჩი ერ­თად მო­ვი­გეთ“.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტ­მა გი­ორ­გი ნი­ჟა­რა­ძემ და­ა­მა­ტა: „მა­მუ­კას მთლი­ა­ნად ვე­თან­ხ­მე­ბი. ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა მხარ­და­ჭე­რა მო­თა­მა­შე­ებს რო­გორ აძ­ლი­ე­რებს. წმინ­და გი­ორ­გის ხსე­ნე­ბის დღე იყო და ამ ფაქ­ტ­მა გა­მარ­ჯ­ვე­ბის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლი მოგ­ვ­ცა. ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ასე­თი ძლი­ე­რი მე­ტო­ქის წი­ნა­აღ­მ­დეგ თა­მა­შის შან­სი მი­ე­ცა, ყვე­ლა­ფერ­ზე მეტყ­ვე­ლებს. მარ­თა­ლია, დღეს რე­ი­ტინ­გ­ში მერ­ვე ად­გილ­ზე მყო­ფი გუნ­დი და­ვა­მარ­ცხეთ, მაგ­რამ ხვალ შე­იძ­ლე­ბა ჩვენ ქვე­ვით მყოფ ნაკ­რებ­თან დავ­მარ­ცხ­დეთ. ეს ნორ­მა­ლუ­რია და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა უნ­და გან­ვაგ­რ­ძოთ. ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ უნ­და გან­ვ­ვი­თარ­დეთ, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია ხუთ წუთ­ში მოხ­ვ­დე ათ სა­უ­კე­თე­სო გუნდს შო­რის. სა­მო­ას და­მარ­ცხე­ბა სა­ოც­რე­ბა და სენ­სა­ცია იყო. მე არას­დ­როს მი­ნა­ხავს ჩვე­ნი გუნ­დის ასე­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­მა­ში. ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბით რაგ­ბის მსოფ­ლიო ოჯახ­ში უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მა მო­ვი­პო­ვეთ და ახ­ლა ას­ჯერ მე­ტი უნ­და ვი­მუ­შა­ოთ, რომ ეს პა­ტი­ვის­ცე­მა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ“.

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი