საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA აცხადებს კონკურსს
13 მარტი, 2014
1523
print

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით: 

ქართულენოვანი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამისთვის:

სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით:

ეკონომიკა

პროფესორის 1 ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე;

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:

 ასოცირებული პროფესორის (მენეჯმენტი) 1 ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე;

ასისტენტ - პროფესორის 1 ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე.

აზერბაიჯანულენოვანი  ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამისთვის:

სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით:

ეკონომიკა

ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე;

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:

პროფესორის 1 ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე;

ასოცირებული-პროფესორი 3 ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე;

ასისტენტ - პროფესორის 2 ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე.

ინჟინერიის მიმართულებით:

საინფორმაციო ტექნოლოგიები

ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით:

მათემატიკა და რაოდენობრივი მეთოდები

ასოცირებული პროფესორის 1 ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე;

 წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ანკეტის შევსებული ფორმა;
  • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი;
  • ფოტოსურათი (ზომით 3X4), 2 ცალი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად.  2006 წლის 31 დეკემბრამდე მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი გათანაბრებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან. 
  • ინფორმაცია პედაგოგიური/სამეცნიერო/პროფესიული საქმიანობის გამოცდილების შესახებ (ცნობა ან შრომის წიგნაკი ან სხვა);
  • არსებობის შემთხვევაში - ინფორმაცია სპეციალური მომზადების შესახებ (ტრეინინგები, სერთიფიკატები, კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადება და სხვა);
  • საგნის სილაბუსი (SBA მიერ დამტკიცებული ფორმით);
  • არსებობის შემთხვევაში - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების სია.

მოთხოვნები პერსონალის მიმართ:

  • პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.  
  • ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  • ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით.

 პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები: 

**  პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პერსონალის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ პირებს, რომლებსაც

-         ხარისხი დაცული აქვთ შესაბამისი მიმართულებით;

-         სრულყოფილად ფლობენ ინგლისურ ენას;

-         აზერბაიჯანულენოვანი პროგრამისთვის სრულყოფილად ფლობენ აზერბაიჯანულ ენას.

** დანარჩენ თანამდებობებზე პერსონალის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ პირებს, შემდეგი პრიორიტეტულობით:

-         აკადემიური ხარისხი;

-         სპეციალური მომზადება;

-         პროფესიული გამოცდილება;

-         პუბლიკაციები.

 დამატებითი კრიტერიუმებია:

 ** სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

 ** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა ‐ ბოლო 5 წლის განმავლობაში;

 ** სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები ‐ ბოლო 5 წლის განმავლობაში;

 ** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა; 

 საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება. 

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:

** შრომითი ხელშეკრულება დაიდება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ასისტენტ-პროფესორისა.

შრომითი პირობები:

** შრომითი პირობები და უფლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსით და აკადემიის წესდებით, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.sba.edu.ge

შრომის ანაზღაურება:

** შრომის ანაზღაურება განისაზღვრება პროფესორის დატვირთვის ფორმის შესაბამისად.

 საბუთების მიღება:

 საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2014 წლის 11 აპრილიდან 17 აპრილის,   10:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, რუსთავის გაზტკეცილი 18-22, ოთახი №111. კონკურსი ჩატარდება და გადაწყვეტილება გამოქვეყნდება 2014 წლის 24 აპრილს.

 საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2014 წლის 25 აპრილი.

 დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: info@sba.edu.ge

ან დაგვირეკეთ ტელეფონზე: (+995) (32) 2 40-34-40 შიდა ნომერი 111

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 ს.ს. „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს აუქციონს მის ბალანსზე რიცხული ტექნიკის გაყიდვის მიზნით
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
29 მარტი, 2016 საქართველოს კათოლიკური კავშირის "გულმოწყალე იესო"-ს განცხადება
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
16 ნოემბერი, 2015 სს "ბაკალეა"
11 ნოემბერი, 2015 Invitation to Participate in the Sales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
16 ივლისი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 15 ივლისი, 2015 წ.