დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის მიერ 2013 წ. განხორციელებული საქმიანობის პროგრამული ა ნ გ ა რ ი შ ი
31 მარტი, 2014
989
print

დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის მიერ 2013 წ. განხორციელებული საქმიანობის პროგრამული

ა ნ გ ა რ ი შ ი

 დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია (არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, საქველმოქმედო ორგანიზაციის დამადასტურებელი მოწმობა № 4, 15.04.2005).

 დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის საქმიანობა 2013 წელს მოიცავდა 2 მიმართულებას: 1. დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულებას (ვაუჩერული დაფინანსება ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოდან); 2. ასოციაციის წევრებისა და დიაბეტით დაავადებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და სამეურნეო საორგანიზაციო ხარჯი (დაფინანსება კერძო შემოწირულობებიდან, დეპოზიტის პროცენტებიდან და ასოციაციის წევრთა საწევროებიდან).

  დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის (ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის სახელმწიფო ვაუჩერული პროგრამის ფარგლებში) შესრულება.

დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა სახელმწიფო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში მცხოვრებ 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის.  2013 წ. პროგრამა მოიცავდა შემდეგი ღონისძიებების ჩატარებას:

  1. ბენეფიციარებისათვის საანალიზო-ტექნიკური საშუალებების შეძენა, შენახვა და გაცემა გლუკოზის თვითკონტროლისათვის;
  2. პაციენტების ლაბორატორიული გამოკვლევები (გლიკოჰემოგლობინის HbA1c , განსაზღვრა);
  3. თვალის გართულებათა მონიტორინგი;
  4. დიაბეტური განათლების მიღება;
  5. დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის პროგრამა.

 2013 წლის დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა პროგრამა განკუთვნილი იყო საქართველოში მცხოვრებ 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის და 18 წელს გადაცილებული იმ დიაბეტიანი პაციენტებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებლარული დამბლა და უშაქრო დიაბეტი. პროგრამის ძალაში შესვლის მომენტისათვის (01.01.2013 წ.) ასოციაციაში რეგისტრირებული ზემოთაღნიშნული ასაკის ბავშვთა და მოზარდთა რაოდენობა იყო 617. 2013 წ. გამოვლინდა 18 წლამდე ასაკის 128 ახალი პაციენტი, რაც წინა წლებთან შედარებით საკამაოდ მაღალი მაჩვენებელია და ჯერჯერობით რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება.

პროგრამის დაფინანსება ხორციელდებოდა ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების კოორდინატორის, მიერ.  ამ პროგრამის ფარგლებში ასოციაცია ვაუჩერული დაფინანსებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე დამატებით, როგორც ჰუმანიტარული ორგანიზაცია, აწარმოებდა სახელმწიფოს მიერ გადმოცემული მედიკამენტების (ინსულინები, ინსულინის ანალოგები, შპრიც-კალმისტრები, კალმისტრის ნემსები) შენახვას სათანადო ტემპერატურულ რეჟიმში, აღრიცხვას და დარიგებას, რაც საკმაოდ დიდ ადამიანურ და მატერიალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მედიკამენტების გაცემა ხდებოდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით: ახლადგამოვლენილი პაციენტების აღრიცხვაზე აყვანა და მათზე მედიკამენტების გაცემა ხორციელდებოდა ასოციაციის ცენტრალური ოფისიდან უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმ პედიატრ-ენდოკრინოლოგის მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე. სახელმწიფოს მიერ გადმოცემული მედიკამენტების პაციენტებზე გაცემა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლდებოდა ონლაინ რეჟიმში სპეციალური პროგრამის საშუალებით.

პროგრამის მონაწილე ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია გლუკომეტრითა და პროგრამით განსაზღვრული რაოდენობის საანალიზო ჩხირებით (სისხლის და შარდის), რაც მათ აძლევთ საშუალებას დამოუკიდებლად აკონტროლონ სისხლში გლუკოზის დონე. ამას გარდა მათ კვარტალში ერთხელ სავალდებულო წესით პროგრამის ფარგლებში უფასოდ უკეთდებათ გლიკოზირებული ჰემოგლობინის ანალიზი, რაც უაღრესად დიდ ინფორმაციას იძლევა პაციენტებში ავადმყოფობის მიმდინარეობის შესახებ. გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) ანალიზი კეთდება ასოციაციის ლაბორატორიაში, ცენტრალურ ოფისში. 2013 წლის განმავლობაში სულ გაკეთდა 2240 ანალიზი.

ასოციაციის ცენტრალურ ოფისში პაციენტებს ექვს თვეში ერთხელ აუცილებელი წესით უტარდებათ თვალის შემდეგი გამოკვლევები: ოფთალმოსკოპია, რეფრაქტომეტრია, ბიომიკროსკოპია და ფუნდუსკოპია. 2013 წლის განმავლობაში თვალის სკრინინგი ჩაუტარდა 682 პაციენტს, სულ გაკეთდა 1119 გამოკვლევა.

ასოციაციას აქვს დიაბეტის საგანმანათლებლო სკოლები პაციენტებისა და მათი მშობლებისათვის, სადაც მუდმივად ტარდება მეცადინეობები, როგორც ახლადგამოვლენილი პაციენტებისათვის, აგრეთვე მათთვისაც, ვისაც ექიმთა დაკვირვებით ხელახლა სჭირდება სკოლის გავლა. დიაბეტური განათლების მიღება საგრძნობ გავლენას ახდენს პაციენტების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, ვინაიდან იზრდება თვითკონტროლის ხარისხი.

2013 წ. განმავლობაში, რეაბილიტაციის პროგრამით ასოციაციის სარეაბილიტაციო სპორტულ ცენტრში ტარდებოდა ვარჯიშები 2 ჯგუფში. სულ 2013 წ. განმავლობაში სარეაბილიტაციო ცენტრში დაკავებული იყო 27 პაციენტი (11 გოგონა და 16 ვაჟი).

თითოეული პაციენტისათვის შემუშავდა განსაზღვრული ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვების ინდივიდუალური გრაფიკი. ვარჯიშის ძირითად ნაწილში ფიზიკური დატვირთვები მიმდინარეობდა ორგანიზმისათვის სასიცოცხლო ფუნქციების (პულსი, სუნთქვა) მონიტორინგით შემდეგ ტრენაჟორებზე:

  • ციკლური (სარბენი ბილიკი, ველო, ველოთხილამური, სტეპერი)
  • ძალისმიერი (მუცლის პრესის, ხერხემლის სამასაჟო სკამი, კომბინირებული)
  • სამაგიდო სპორტული თამაშები (მაგიდის ჩოგბურთი, მაგიდის ფეხბურთი)
  • ვიბრომასაჟორები

უშუალოდ ვარჯიშამდე და მის შემდეგ ხდებოდა თითოეული პაციენტისათვის სისხლში გლუკოზის დონის სავალდებულო განსაზღვრა.

 ასოციაცია ანგარიშებს ყოველთვიური პროგრამული დანახარჯების შესახებ წარადგენს ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოში მათ მიერ დადგენილი ფორმით.

2. ჩვენი ორგანიზაციის ჰუმანიტარული პროფილიდან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად გავუწიოთ ჰუმანიტარული დახმარება დიაბეტით დაავადებულ საქართველოს მოსახლეობას, რისთვისაც ასოციაციას გააჩნია ჰუმანიტარული ინსულინებისა და თანმხლები საანალიზო ტექნიკური საშუალებების გარკვეული მარაგი. ჰუმანიტარული დახმარების გაცემა ასოციაციაში რეგისტრირებულია სათანადო წესით. ასოციაციას აქვს მცირე შემოსავალი დეპოზიტზე განთავსებული შემოწირულობის თანხებიდან და დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის წევრები იხდიან ყოველწლიურ საწევროს. საწევროების, კერძო შემოწირულობებისა და დეპოზიტის პროცენტების თანხა ხმარდება ასოციაციის მმართველობით ხარჯებსა და ასოციაციის მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე წევრების (დაბადებიდან უნარშეზღუდული პირები) მცირე მატერიალურ დახმარებებს.

სრული საფინანსო ინფორმაცისთვის იხილეთ ბალანსი და საქმიანობის შედეგების ანგარიშგების ფორმები, რომლებიც წინამდებარე ანგარიშს თან ახლავს.

em>ჩამოტვირთეთ და იხილედ სრულად.

სხვა სიახლეები
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
27 მარტი, 2015 ძალადობა კლუბებში?!
17 თებერვალი, 2015 შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი”
11 თებერვალი, 2015 „შევარდენის“ რაგბის სანაკრებო ბაზაზე სპორტული მედიცინის კლინიკა გაიხსნა
29 დეკემბერი, 2014 „მათვისაცშეიძლებაეხებოდეს
29 დეკემბერი, 2014 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია :"კრედიტ პლუს ჯორჯია"
22 დეკემბერი, 2014 მოთხოვნა ინფორმაციის წარმოდგენაზე
22 დეკემბერი, 2014 „მათ ვისაც შეიძლება ეხებოდეს