შპს "ნინოწმინდას ნავთობის კომპანია”
31 მარტი, 2014
1232
print

შპს "ნინოწმინდას ნავთობის კომპანია”

განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ

  1. აუქციონის საგანი:

შპს "ნინოწმინდას ნავთობის კომპანია” (შედგომში "კომპანია”) აცხადებს აუქციონს 8,000 (რვა ათასი) მეტრიკული ტონა Brent-ის ტიპის ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებით და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

  1. სარეალიზაციო ქონების დასახელება:

კომპანია პოტენციურ მყიდველს სთავაზობს ნავთობს შემდეგი ხარისხის მაჩვენებლების მაქსიმალური ზღვარით:

Brent (dtd):  სიმკვრივე 200C-ზე - 0,820-0,845 გრ/სმ3;
                        გოგირდის მაქსიმალური წონითი შეცველობა – 0,3%;
                        წყლის მაქსიმალური წონითი შემცველობა – 1%

  1. მიწოდების პირობები:

a)      ნავთობის მიწოდება განხორციელდება FCA (INCOTERMS 2000) Pპირობით  სოფელ ვაზიანის რკინიგზის სადგურის ჩიხში (ობიექტების სტაციონარული დანიშნულების კოდი – 1120011 ან 1120028) (ჩატვირთვა მყიდველის კუთვნილ ვაგონ-ცისტერნებში);

b)      ნავთობის მიწოდება განხორციელდება რამდენიმე ეტაპად კომპანიასა და აუქციონში გარჯვებულ პირს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში. მოწოდების ეტაპების პერიოდულობა და ამ ეტაპებზე მისაწოდებელი ნავთობის რაოდენობა განისაზღვრება აუქციონში გამარჯვებულ მონაწილესთან გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების მიხედვით, რომელიც წარმოადგენს კომპანიასა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის დადებული გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

გ) გენერალური ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრება სახელშეკრულებო ოდენობის (8,000 – რვა ათასი მეტრიკული ტონა) მიწოდების ამოწურვამდე, არაუგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა.

4. აუქციონში მონაწილეობის პირობები:

ა) კონკრეტულ ეტაპზე მიწოდებული ნავთობის საბოლოო ფასი ერთ ბარელ ნავთობზე დადგინდება მიწოდების ყოველი ეტაპისათვის დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების დღეს და მის მომდევნო ორი საპუბლიკაციო დღის განმავლობაში, Platt’s Crude Oil Marketwire-ის გამოცემაში Brent ტიპის ნავთობისათვის Key Benchmarks-ის სათაურის ქვეშ Brent (dtd) ნავთობისათვის გამოქვეყნებული დღიური საშუალო ფასების საშუალო არითმეტიკულ მნიშვნელობას გამოკლებული აუქციონით დადგენილი სატრანსპორტო დისკაუნტი (ფასდაკლება).

ბ) აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია აუქციონში მონაწილეობის განაცხადის შეტანამდე შეიძინოს აუქციონში მონაწილეობის ბილეთი, რომლის ღირებულება 100 (ასი) ლარს შეადგენს. ბილეთის ღირებულება აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირებს არ დაუბრუნდებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუქციონი არ შედგება კომპანიის მიზეზით.

გ) გენერალური ხელშეკრულების ხელმოწერა უნდა მოხდეს აუქციონში გამარჯვებული პირის გამოცხადებიდან მაქსიმუმ ათი კალენდარული დღის განმავლობაში.

დ) ვაგონ-ცისტერნების ადგილზე მომსახურების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მოცდენის ხარჯი, გარდა გამყიდველის მიზეზით გამოწვეული მოცდენისა, ეკისრება ნავთობის მყიდველს.

5. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:

აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება აუქციონში მონაწილე, რომელიც ნავთობის ყიდვისთვის კომპანიას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით უკეთეს პირობებს.

6. განაცხადის წარმოდგენის და აუქციონის ჩატარების ვადები:

ა) აუქციონში მონაწილეობის მსურველმა 2014 წლის 07 აპრილის 16:00-დან 17:00 საათამდე. საბუთები წარმოდგენილ უნდა იყოს დახურულ კონვერტში. აუქციონის პირობებზე თანხმობის და მონაწილეობაზე განაცხადთან ერთად კომპანიაში უნდა წარმოადგინოს მონაწილეობის ბილეთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საბუთი და მე-7 მუხლში მითითებული ინფორმაცია.

ბ) მსურველებმა განაცხადი აუქციონში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 70, შპს "ნინოწმინდას ნავთობის კომპანიის” საქართველოში წარმომადგენლობა. ტელ: (+995 32) 93 37 93.

გ) აუქციონი ჩატარდება 2014 წლის 11 აპრილს 18:00, შპს "ნინოწმინდას ნავთობის კომპანიის” ადმინისტრაციულ შენობაში (ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 70) აუქციონში მონაწილე პირს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

7. სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია, რომელიც უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტმა განაცხადთან ერთად:

ა) აუქციონში მონაწილე კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტების (წესდება, რეგისტრაციის მოწმობა) თითო ასლი.

ბ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელიც ადასტურებს პირის უფლებამოსილებას იმოქმედოს აუქციონში მონაწილის სახელით (თუ აუქციონში მონაწილე არ არის საქართველოს რეზიდენტი, მაშინ მინდობილობა დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილით ან ლეგალიზებული მოქედი კანონდებლობის შესაბამისად). მინდობილობაში უნდა მიეთითოს წარმომადგენელი პირის პირადობის მოწმობის ან საპასპორტო მონაცემები. თუ აუქციონში მონაწილე კომპანიას წარმოადგენს დირექტორი, მაშინ წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (არარეზიდენტი კომპანიის შემთხვევაში ანალოგიური საბუთი, რომელიც ადასტურებს პირის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას).

გ) აუქციონში მონაწილეს გამოცდილება ნავთობით ვაჭრობისა და საქართველოდან ნედლი ნავთობის ექსპორტის სფეროებში;

დ) აუქციონში მონაწილეს რეკვიზიტები: დასახელება, საკონტაქტო მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომერი, საბანკო რეკვიზიტები.

8. გადახდის პირობები:

ა) აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ნავთობის მიწოდბის ყველა ეტაპზე ნავთობის მიწოდების დაწყებამდე წინასწარ გადაიხადოს ან კომპანიას წარუდგინოს საბანკო გარანტია გაცემული კომპანიისთვის მისაღები ბანკის მიერ და კომპანიისთვის მისაღები ვადების და პირობების გათვალისწინებით, შესაბამის ეტაპზე მისაწოდებელი ნავთობის ღირებულების 100 (ასი) პროცენტი. ნავთობის ამგვარი ღირებულება გამოითვლება შესაბამის ეტაპზე ნავთობის მიწოდების თაობაზე კომპანიასთან დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის Platt’s McGraw Hill Companies-ის მიერ დადგენილი მაქსიმალური ფასის გამრავლებით მისაწოდებელი ნავთობის მოცულობაზე;

9. რეკვიზიტები:

მისამართი:

საქართველო, 0171 თბილსი

კოსტავას ქ. 70.

ტელ.:

+995 32 933793.

საკონტაქტო პირი      

ზაზა გორგაძე

 

კომპანიის რეკვიზიტები:

მიმღები:

შპს "ნინოწმინდას ნავთობის კომპანიის”

საქართველოში წარმომადგენლობა

საიდენტიფიკაციო კოდი:

204892599

ბანკის დასახელება:

სს "საქართველოს ბანკი”

ბანკის კოდი:

220101502

ანგარიშის ნომერი:

GE69BG0000000340921200

 

 

 

ტეგები
სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
25 აგვისტო, 2015 ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს
19 ივნისი, 2015 ს.ს. ბ/ც „აგრომონტაჟი“ აცხადებს საჯარო აუქციონს
11 ივნისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში
29 მაისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
06 მაისი, 2015 შპს ”ავტობაზა”- აცხადებს აუქციონს
15 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"
08 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"-ს ბალანსზე რიცხული ფართის იჯარით გაცემის სააუქციონე პირობები
01 დეკემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს
24 ნოემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს 1 ლოტად