ფაჩულიას ორმაგი დოზა
01 აპრილი, 2014
3477
print

ბოლო ტესტებში ზაზა ფაჩულია სანტა კლაუსია. შეგიძლია მშვიდად შეუკვეთო ორმაგი დუბლი და ამანათი დროულად მივა დანიშნულების ადგილზე. შეგიძლია მშვიდად ჩაუჯდე ”მილუოკის” თამაშს და ყველა შემთხვევაში მშვიდად იქნები - ”მილუოკი” წააგებს, ზაზა არ წააგებს და მთქმელი სტატისტიკით დახურავს ტესტს. ”დეტროიტთან” საქართველოს ნაკრების კაპიტანი შეუცვლელი, ძალიან კარგი, ორმაგი იყო - 12 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი, 3 დაფარება. ”მილუოკი” 111:116 აგებს. ზაზა ბონუსია, ”მილუოკი” - ზერო.

”დეტროიტი” თითქმის გუნდია. ”დეტროიტი” სუსტ აღმოსავლეთში ფლეი ოფის ვიზაზე დიდ რიგში დგას. ფლეი ოფი ”დეტროიტის” გარეშე დაიწყება და ”პისტონზის” ბოსები ჯო დუმარსს კუთხეში დააყენებენ. ჯომ ადრე, უოლასებით, ბილაფსით, პრინსით და რიპერით სუპერფინალი (2003/04) მოიგო და შემდეგ ჩათვლიმა. დუმარსი პროგრესში გაიყინა და ბოსები ამას ხედავენ. ჯო წითელ წიგნში შევა და ”მილუოკისთვის” ცალკე წითელი წიგნი იხსნება. ცუდი კლუბების წითელი წიგნი. ამ სეზონის ბოლომდე.

”დეტროიტში” ანდრე დრამონდის საშუალო სტატისტიკა (13.0+12.8 მოხსნა) მომავალია. და ”მილუოკისთან” დრამონდი 10 ქულას, 16 მოხსნას (8 - სხვის ტერიტორიაზე) იღებს. ახალგაზრდა პივოტმა საქმე გააკეთა და ახალგაზრდამ ზაზასგან პატარა მასტერკლასი მიიღო. თუ ”დეტროიტში” დრამონდს მოქნილი გრეგ მონრო (28+14 მოხსნა) და ჯოშ სმიტი (26) ეხმარებიან, ”მილუოკის” ცხელ წერტილებში ზაზა მარტო იბრძვის. ”დეტროიტთან” არ იყვნენ ერსან ილიასოვა, ლარი სანდერსი. და ზაზამ თითქმის ბოლომდე გაქაჩა.

7 მოხსნა ფაჩულიამ შეტევაში ახსნა. კლასიკა. 13/6 ზუსტი სროლა. მისაღები სტატისტიკა, როდესაც შენ იქ, ტიტანების უდაბნოში უმეგობროდ, მარტო ხარ მიტოვებული. ზაზას შემდეგ ”მილუოკიში” ყველაზე მეტი მოხსნა აქვს პატარა გენერალს, ბრენდონ ნაითს (9). და ბიჭმა 25 ქულა და 7 პასიც დაირტყა.

”დეტროიტმა” დაასრულა სამმატჩიანი მოუგებელი სერია. ”მილუოკი” (14:60) აგებს და ეს ჩვეულებრივი თემაა. შემდეგ სეზონში ზაზა უკეთეს გუნდში იქნება.

ფაჩულია საშუალოდ, ამ რეგულარულში - 7.4 ქულა, 6.1 მოხსნა, 2.5 პასი, 1.0 ჩაჭრა. 3 დაფარება სოლიდურია და ამ კომპონენტში ფაჩულია მოუმატებს. 10 მარტის შემდეგ ზაზას ბლოკი არ ჰქონდა გაკეთებული. ცოტაა. და მთელ სეზონში ზაზას ანგარიშზე მიზერული, 11 დაფარებაა. მინუსი, რომელიც ბევრი პოზიტივით და გამოცდილებით იფარება.

”მილუოკის” შემდეგი ორი ტესტი - მაიამიში და ჩიკაგოში. რთული იქნება.

 

 

kaxa fachuashvili
ტეგები
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას