ს.ს. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს პირობებით
17 აპრილი, 2014
1025
print

.. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" აცხადებს 

 

პირობებით 

 მის ბალანსზე რიცხული დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების

 

გაყიდვის მიზნით 1 (ერთ) ლოტად. 

 აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

 

საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.

 ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ:

 

დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებები აუქციონზე გამოტანილია 1 (ერთ) ლოტად;

 დეტალური ინფორმაცია აღნიშნული დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების თაობაზე განთავსებული არის ელ.მისამრთზე:

https://drive.google.com/folderview?id=0B3lAToa0o86IOGliTDRvMUctN1E&usp=sharing 

 მესაკუთრე: .. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"

ქონების ადგილმდებარეობა: დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებები განთავსებულია ს.ს. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეგიონალური ქსელის კუთვნილ ტერიტორიებზე;

 

საწყისი სააუქციონო ღირებულება:

დემონტირებული მოწყობილობების საწყისი გასაყიდი ფასი შეადგენს:

 - 3 306 198 (სამიმილიონ სამასექვსიათას ასოთხმოცდათვრამეტი) ლარს ...- ჩათვლით;

 დეტალური ინფორმაცია (ჩამონათვალი, დასაწყობების/განთავსების ადგილი,

ტექნიკური მდგომარეობა, საწყისი გასაყიდი ფასების ცხრილი და ა.შ.) მოცემულია

დანართ #1-ში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე www.gse.com.ge, სააუქციონო განცხადებების შესაბამის გვერდზე.

 აუქციონში მონაწილეობისათვის გადასახდელი "ბე"-ს ოდენობა შეადგენს:

170 000 (ასსამოცდაათიათასი) ლარს;

 აუქციონის "ბიჯის" ოდენობა შეადგენს: 35 000 (ოცდათხუთმეტიათასი) ლარს;

 მონაწილის ბილეთის ფასი შეადგენს: 50 (ორმოცდაათი) ლარს.

 აუქციონის პირობები:

1.მყიდველი (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) თვის განმავლობაში უზრუნველყოს შესყიდული ქონების გატანა გამყიდველის ტერიტორიიდან და გადაიხადოს აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გასაყიდი ფასი. დემონტირებული მოწყობილობების გატანა დასაშვებია ეტაპობრივად, ქვესადგურების მიხედვით, წინასწარ საბანკო გარანტიის (გარანტიების) წარმოდგენის ან თანხის გადახდის შემდგომ, რომლის (რომელთა) ოდენობა (გარანტირებული თანხის მოცულობა) უნდა იყოს არანაკლებ შესაბამის ქვესადგურში (ქვესადგურებში) არსებული გასაყიდი მოწყობილობების მთლიანი ღირებულებისა. აღნიშნული საბანკო გარანტიის (გარანტიების) მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის ხელშეკრულების ვადას არანაკლებ ერთი თვით. საბანკო გარანტიების წარმოდგენის შემთხვევაში მყიდველი (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია თვითოეული ქვესადგურის ტერიტორიიდან შესყიდული ქონების გატანის შემდგომ, არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში გადაიხადოს მოწყობილობების სრული ღირებულება. აღნიშნულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში საბანკო გარანტიები გამოთხოვილი იქნება.

2.       გასაყიდი დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებები არის ზეთის გარეშე.

 აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა (შემდგომში მონაწილემ) აუქციონის რეგისტრატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)       შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეზე, განსაკარგი ქონების დასახელებას და საწყის საფასურს; განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე.

ბ)      "ბეს" გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს. "საქართველოს ბანკი“, ცენტრალური ფილიალი, კოდი: BAGA BAGAGE22, ა/ა GE56BG0000000283534100, საიდენტიფიკაციო კოდი 204995176)

გ)      მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ)     პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) მონაცემები (ქსეროასლები) (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

ე)      ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, (რწმუნებულება) თუ იგი მოქმედებს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (წესდება, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პარტნიორთა (აქციონერთა) კრების ოქმი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (წესდების შესაბამისად) აუქციონში მონაწილეობის შესახებ).

 ინფორმაცია განაცხადების მიღების შესახებ:

აუქციონი ჩატარდება 2014 წლის 2 მაისს 15.00 საათზე, აუქციონის ჩატარების მისამართი: ქ.Dთბილისი, ბარათაშვილის ქ. №2, IV სართული, სააქტო დარბაზი.

აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2014 წლის 17 აპრილიდან 2014 წლის 2 მაისის ჩათვლით 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.Dთბილისი, ბარათაშვილის ქ. №2, IV სართული, ოთახი №416, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.

 დამატებითი ინფორმაცია:

სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში (ჟურნალში) განაცხადის რეგისტრაციისა და მონაწილის ბილეთის შეძენის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. მონაწილის ბილეთის ფასი შეადგენს 50 ლარს, რომელიც ასევე უნდა იქნეს გადახდილი ს.ს. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ზემოაღნიშნულ ანგარიშზე.

 აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი "ბეს" თანხა ჩაითვლება ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის გადახდისას. სხვა მონაწილეებს, აუქციონში მონაწილეობის, აუქციონზე ვერგამარჯვების შემთხვევაში გადახდილი "ბეს" თანხა უბრუნდებათ უკან.

 მონაწილეს უფლება აქვს "ბე”-ს დაუკავებლად წერილობით უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში - 2014 წლის 17 აპრილიდან 2014 წლის 2 მაისის ჩათვლით 15.00 სთ-მდე. სხვა შემთხვევაში - აუქციონზე გამოუცხადებლობა, ან აუქციონში მონაწილეობის არ მიღება - გადახდილი "ბეს" თანხა უკან არ უბრუნდება.

 აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების მაქსიმალური გასაყიდი ღირებულების (არანაკლებ საწყისი სააუქციონო ღირებულებას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.

 

აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 07.11.2011წ №291 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული "ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის წესის შესახებ" დებულების შესაბამისად.

 

.. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"

საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი

ტელეფონი: ქალაქის - 2-510-281 მობილურის - 5 77 24 02 33

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
25 აგვისტო, 2015 ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს
19 ივნისი, 2015 ს.ს. ბ/ც „აგრომონტაჟი“ აცხადებს საჯარო აუქციონს
11 ივნისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში
29 მაისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
06 მაისი, 2015 შპს ”ავტობაზა”- აცხადებს აუქციონს
15 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"
08 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"-ს ბალანსზე რიცხული ფართის იჯარით გაცემის სააუქციონე პირობები
01 დეკემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს
24 ნოემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს 1 ლოტად