მცხეთის მუნიციპალიტეტი აცხადებს განმეორებით საჯარო აუქციონს VI ლოტად:
17 აპრილი, 2014
1264
print

აუქციონი

მცხეთის მუნიციპალიტეტი აცხადებს განმეორებით საჯარო აუქციონს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შემდეგ მოძრავ ქონებაზე VI ლოტად:

I ლოტი: ავტომანქანა - „FORD ESCORT “,  სახ. №WUW– 614, გამოშვების წელი 1995წ. ფერი - წითელი;   საწყისი საპრივატიზებო ფასი  -  361.22  (სამას სამოცდაერთი  ლარი  და  22 თეთრი ) ლარი;

II ლოტი: ავტომანქანა - „ვაზ 2121“, სახ. №PBB-685, გამოშვების წელი - 1988წ. ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა PE №0006324, ძრავის №0468495, საწყისი საპრივატიზებო ფასი - 361.22 (სამას სამოცდაერთი ლარი და 22 თეთრი) ლარი;

III ლოტი: ავტომანქანა - „BMW-520 I“, სახ. ნომერი WUW-415, გამოშვების წელი - 1992წ, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა PE №0010439, საწყისი საპრივატიზებო ფასი - 611.17 (ექვსასთერთმეტი ლარი და 17 თეთრი) ლარი;

IV ლოტი: ავტომანქანა - ,,ვაზ-2107’’  სახ. №QOQ-690, გამოშვების წელი - 1990წ, ძრავის  №1180352, საწყისი საპრივატიზებო ფასი - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით;

V ლოტი: ავტომანქანა - „KAMAZ 43105“, სახ. №SOS-325, გამოშვების წელი - 1990წ. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 2800 (ორიათას რვაასი) ლარი;

VI ლოტი: ავტომანქანა - „გაზ 53-14“, სახ. №PAP-893, გამოშვების წელი - 1986წ. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 1940 (ერთი ათას ცხრაასორმოცი) ლარი.

აუქციონის ბიჯი შეადგენს საწყისი გასაყიდი ფასის -10%-ს;

აუქციონის მონაწილის ბილეთის ფასი შეადგენს - 50 ლარს;

აუქციონის „ბე“ შეადგენს საწყისი გასაყიდი ფასის - 30%-ს.

        აუქციონი ჩატარდება გამოცხადების დღიდან მეშვიდე კალენდარულ დღეს, დღის 1200 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. №7). აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება იწყება გაზეთში გამოქვეყნების დღიდან და გრძელდება 22 აპრილის 18:00 საათამდე.

    ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს აუქციონით გამოცხადებულ გასაყიდ ქონებას.

  აუქციონში მონაწილეობის მიღებისათვის, საჭიროა ფიზიკურმა პირმა პირადობის მოწმობასთან ერთად წარმოადგინოს „ბე“-ს და ბილეთის გადახდის ქვითარი, ხოლო იურიდიულმა პირმა მასთან ერთად სადამფუძნებლო დოკუმენტაცია. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, მყიდველი მიიღებს მონაწილის ბილეთს და მხოლოდ ამის შემდეგ მიენიჭება მონაწილის სტატუსი.

 საპრივატიზებო ქონების მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების საბოლოო საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

  „ბე“-ს და ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ ანგარიშზე: მცხეთის მუნიციპალიტეტი, საიდ. კოდი: 236094196, ანგ. GE93LB0120130269077000 ლიბერთი ბანკი, ბანკის კოდი: LBRTGE22

   მისამართი და საკონტაქტო ტელეფონებია: ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. №7.

      ტელ: 251-27-27;  599-43-43-39

   მცხეთის მუნიციპალიტეტი.

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
25 აგვისტო, 2015 ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს
19 ივნისი, 2015 ს.ს. ბ/ც „აგრომონტაჟი“ აცხადებს საჯარო აუქციონს
11 ივნისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში
29 მაისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
06 მაისი, 2015 შპს ”ავტობაზა”- აცხადებს აუქციონს
15 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"
08 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"-ს ბალანსზე რიცხული ფართის იჯარით გაცემის სააუქციონე პირობები
01 დეკემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს
24 ნოემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს 1 ლოტად