რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
02 მაისი, 2014
2153
print

 სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერია" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 22 აპრილს ჩატარებულ ქართული მწვანე ბიზნესის დაჯილდოვებაზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.

 კონკურსი სამინისტროს ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედების ხელშეწყობას, მეწარმეთა მოტივაციის ამაღლებას, ბიზნესის იმ წარმომადგენელთა წახალისებას, რომლებიც მოქმედებენ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აგრეთვე, მრეწველობის სფეროს წარმომადგენლების მიერ საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას.

ნომინაციებში გამარჯვებული კომპანიები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა გამოავლინა.

 "პასუხისმგებლიანი ბიზნესის წარმოება ჩვენი კომპანიის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მოხარული ვართ, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით წამყვანი როლი გვიკავია და რამდენიმე საერთაშორისო სერტიფიკატის მიღების შემდეგ, ჩვენი მიღწევები საქართველოს მთავრობამაც დააფასა. ჩემი მოტივირებული გუნდის სახელით, ძალიან ვამაყობ ამ ჯილდოთი,"- განაცხადა მაიკლ ჯაკობიმ, საქართველოში "რადისონ ბლუს" სასტუმროების გენერალურმა მენეჯერმა.

 "კარლსონ რეზიდორის" (საქართველოში "რადისონ ბლუს" სასტუმროების მმართველი კომპანია) პასუხისმგებლიანი ბიზნესის პროგრამა მდგრადი განვითარების პრინციპებზეა დამყარებული. როგორც "კარლსონ რეზიდორის სასტუმროთა ჯგუფის" წევრი, სასტუმროს მენეჯმენტი ითვალისწინებს ეკონომიკურ, სოციალურ, ეთიკურ და გარემოს დაცვით პრობლემებს ყოველდღიურ საქმიანობაში გადაწყვეტილებების მიღებისას.

 "რადისონ ბლუ ივერია" მოიხმარს ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის სოლიდურ რაოდენობას, რაც გარემოზე დიდ გავლენას ახდენს. შესაბამისად, სასტუმროს ქმედებები მიმართულია გარემოზე ზრუნვასა და უარყოფითი გავლენის შემცირებაზე.

lika andiashvili
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!