სასტუმრო „რადისონ ბლუ“ ბათუმში ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ
09 აპრილი, 2014
1906
print

სასტუმროს „რადისონ ბლუ“ ბათუმში ახალი მენეჯერი, ბ-ნი პიერ ფარესი უხელმძღვანელებს.

ფრანგი წარმოშობის მენეჯერს სასტუმრო და რესტორნების ბიზნესის რამდენიმე საერთაშორისო კომპანიაში მმართველ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მან კარიერა ლიბანსა და დუბაიში, რესტორნების ქსელში მუშაობით დაიწყო. 2004 წლის ივლისში პიერი სასტუმრო Raffles-ს სინგაპურში, ოთახის მომსახურებისა და რესტორნების მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდა. 2005 წლის ოქტომბრიდან, იგი კვებისა და სასმელების მენეჯერად რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის - ტაილანდში, საუდის არაბეთსა და მალაიზიაში, ხოლო დირექტორის პოზიციაზე - ეგვიტეში მუშაობდა. ბ-ნი ფარესი ჰილტონის სასტუმროების ქსელს ჩინეთში, 2011 წელს შეუერთდა და 2012 წლიდან იკავებდა აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციას მერიტუსის სასტუმროებში, რის შემდეგაც მან კარიერა რადისონ ბლუს ქსელში, ბათუმის სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე განაგრძო.

პიერს მიღებული აქვს განათლება ბეირუთში, ლიბანურ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის, საერთაშორისო სასტუმროსა და ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტზე.

„მოხარული ვართ, რომ „კარლსონ რეზიდორს“, რადისონ ბლუს სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიას, პიერი შემოუერთდა. მას ძალიან საინტერესო პროცესებში მოუწევს ჩაბმა და დარწმუნებული ვარ, მისი პროფესიული შესაძლებლობების, პოზიტიური განწყობისა და ენერგიულობის დახმარებით, ჩვენი ბათუმის სასტუმროს გუნდი ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს“, - განაცხადა მაიკლ ჯაკობიმ, საქართველოში „რადისონ ბლუს“ სასტუმროების ქსელის გენერალურმა მენეჯერმა.

lika andiashvili
სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014