სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის 2014 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობები
08 მაისი, 2014
1154
print

                               2/6

     სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის 2014 წელს

                   პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობები

 კონკურსის  მიზანი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით დოკუმენტური ფილმის პროექტის განვითარება.

 2014 წლის 8 მაისს ცხადდება კონკურსი სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტის განვითარების დაფინანსების მიზნით.

 კონკურსი ითვალისწინებს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების (52 წთ-ზე მეტი ხანგრძლივობის) და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების (52 წთ-ამდე ხანგრძლივობის) პროექტების განვითარებას.

 უფლებამოსილი კონკურსანტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

 ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს  გადასახადის გადამხდელი, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირი.

 ბიუჯეტი

საკონკურსო ფონდი შეადგენს  45 000 ლარს, თუმცა კომისია უფლებას იტოვებს Mმთლიანად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი.

 დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა

ეროვნული კინოცენტრი დააფინანსებს  7  (შვიდ) პროექტს, კომისიის მხრიდან ამ პროექტებზე რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში.

 განვითარებული პროექტი

გამარჯვებული პროექტის ავტორები ვალდებულები არიან ბეჭდური და ელექტრონული ვერსიის სახით, არა უგვიანეს 2014 წლის 20 დეკემბრისა კინოცენტრს ჩააბარონ: 

  1. დოკუმენტური ფილმის ლოგლაინი;
  2. დოკუმენტური ფილმის სინოფსისი (1 გვერდამდე);
  3. განვითარებული სცენარი (მოცემული ამბის დეტალური აღწერა);
  4. რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
  5. მომავალი ფილმის ვიზუალური მასალა: ტრეილერი ან ფოტოები;
  6. მომავალი ფილმის ბიუჯეტი;
  7. დოკუმენტური ფილმის სამუშაოების შესრულების გრაფიკი;

8.  ფინანსური გეგმა (საიდან შეივსება დოკუმენტური ფილმის სრული ბიუჯეტი);   

9.  თანაწარმოების ხელშეკრულება (არსებობის შემთხვევაში); 

 კონკურსის  ტურები

კონკურსი ტარდება ორ ტურად. P

 პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს და აფასებენ დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.

 კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.

 მეორე ტურში გადავლენ მხოლოდ ის პროექტები, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.

 პროექტები, რომლებიც არ გადავიდნენ მეორე ტურში კონკურსს ეთიშებიან.

 მეორე ტური გულისხმობს ავტორების გასაუბრებას კომისიის წევრების წინაშე.

 მეორე ტურის შედეგად კომისიის წევრები აფასებენ  პრეზენტაციას და წერენ შესაბამის ქულას.

 კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული პროექტის Qქულათა საერთო ჯამის საფუძველზე და წარუდგენენ კინოცენტრს დასკვნას გამარჯვებულთა რაოდენობასა და დაფინანსების ოდენობის შესახებ.

 

 სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია

  1. აპლიკაცია (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
  2. იურიდიული პირებისათვის წესდების ასლი, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან; 
  3. ფიზიკური პირისთვის პირადობის მოწმობის ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ან საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;
  4. ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
  5. ავტორების პირადობის მოწმობის ასლები, რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას;
  6. ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან (ორიგინალები ან ასლები ნოტარიულად დამოწმებული), რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული ;
  7. მოკლე სინოფსისი  (1 გვერდამდე);
  8. თრითმენტი  (5 გვერდამდე), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას :
  • მთავარი გმირ(ებ)ის დეტალური აღწერა (არსებობის შემთხვევაში)
  • ინფორმაცია მთავარი გმირ(ებ)ის და ლოკაციების შესახებ, მათი წვდომის შესაძლებლობა (არსებობის შემთხვევაში)
  • ვიზუალური მხარე / ფილმის სტილი
  • სიუჯეტური ხაზი (როგორ განვითარდება დოკუმენტურ ფილმში ამბავი)
  1. რეჟისორის  მოტივაცია ;

10.  რეჟისორის ბიოგრაფია და ფილმოგრაფია ;

11.  რეჟისორის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი არსებობს) ;

12.  პროდიუსერის მოტივაცია და ხედვა პროექტის განვითარების შესახებ;

13.  პროდიუსერის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი არსებობს) ;

14.  პროექტის განვითარების ბიუჯეტი ;

15.  სამუშაოების შესრულების გრაფიკი; 

16.  თანაწარმოების ხელშეკრულება (არსებობის შემთხვევაში) ;

17. ვიზუალური მასალა : ტრეილერის DDVD (არსებობის შემთხვევაში), გადასაღები მასალის ფოტოები (არსებობის შემთხვევაში);

 წარმოსადგენი დოკუმენტაციის რაოდენობა

 დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას 6 ეგზემპლარად და 1 ცალად (სავალდებულო) ელექტრონული ვერსიის სახით; ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით.

 გამოყოფილი სუბსიდიით შესაძლებელია დაფინანსდეს შემდეგი სამუშაოები

  1. საავტორო უფლებების მოპოვება;
  2. კვლევა;
  3. არქივში მასალის მოძიება;
  4. სცენარის კონცეფციის შემუშავება სამუშაო პროცესი - დან  საბოლოო  ვარიანტის ჩათვლით;
  5. გადაღებული მასალის გაშიფვრა;
  6. მთავარი გმირებისა და ტექ. Pპერსონალის შერჩევა;
  7. სავარაუდო ბიუჯეტის შედგენა;
  8. ფინანსური გეგმის მომზადება;
  9. პარტნიორების, პროდიუსერებისა და სპონსორების შერჩევა;

10.  პროდუქციის გამოშვების ვადამდე განრიგის გაწერა;

11.  სამივლინებო ხარჯი;

12.  თარგმნა;

13.  მარკეტინგული გეგმის შემუშავება (სამიზნე ჯგუფის, მყიდველების განსაზღვრა, წინასწარი ჩვენებები, ფესტივალებზე და ბაზარზე წარდგენა);

14.  ფესიტვალისთვის ვიდეო რგოლის მომზადება/მიწოდება და პრეზენტაციის სხვა ფორმა;

ვადა

პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა:  2014 წლის 12 ივნისი, 17:00 სთ.

 შეზღუდვები

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერთა პროექტებს, რომელთა  ავტორებმა (პროდიუსერი და რეჟისორი), ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება.

 ყურადღება!

ეროვნული კინოცენტრი  კონკურსიის  მონაწილეებს  მოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ ეთიკის ნორმები საექსპერტო კომისიის წევრებისა და კინოცენტრის თანამშრომლების მიმართ და პატივი სცეთ ჟიურის გადაწყვეტილებას. 

გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა. კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.

 span style="text-decoration: underline;">მისამართზე:     ზ. გამსახურდიას სანაპირო №4 – ში, tel: 2 999 200; 2 999 102;

/span>

 საკონტაქტო პირი: მანანა მელაძე  ტელეფონი:   577 40 75 39    2 999 200; 2 999 102

ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

სხვა სიახლეები
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
27 მარტი, 2015 ძალადობა კლუბებში?!
17 თებერვალი, 2015 შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი”
11 თებერვალი, 2015 „შევარდენის“ რაგბის სანაკრებო ბაზაზე სპორტული მედიცინის კლინიკა გაიხსნა
29 დეკემბერი, 2014 „მათვისაცშეიძლებაეხებოდეს
29 დეკემბერი, 2014 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია :"კრედიტ პლუს ჯორჯია"
22 დეკემბერი, 2014 მოთხოვნა ინფორმაციის წარმოდგენაზე
22 დეკემბერი, 2014 „მათ ვისაც შეიძლება ეხებოდეს