ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული ობიექტების პრივატიზების მიზნით აცხადებს პირობიან აუქციონს
08 მაისი, 2014
982
print

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული ობიექტების პრივატიზების მიზნით აცხადებს პირობიან  აუქციონს

აუქციონზე გასაყიდად წარმოდგენილი იქნება: 

1.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ  მატნის ყოფილი პროფტექ. სასწავლებლის  ეზოში, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართი 2702,0 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №50.11.36.080)

 საწყისი საპრივატიზებო ფასი-9727,0 ლარი.

    –აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა   - 2918,0 ლარი.

   –“ბიჯის“ ოდენობა-972 ,0 ლარი.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში   მდებარე  24,0 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო მიწის ფართი, (საკადასტრო კოდი 50.10.35.007).

საწყისი გასაყიდი ღირებულება-384,0 ლარი.

  აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“   თანხა      -115,0 ლარი.

  “ბიჯის” ოდენობა-38,0 ლარი.

 3. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში   მდებარე 150,0 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო მიწის ფართი, (საკადასტრო კოდი 50.10.33.059).

საწყისი გასაყიდი ღირებულება-450,0 ლარი.

  აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“   თანხა      -135,0 ლარი.

  “ბიჯის” ოდენობა-45,0 ლარი.

4. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში   მდებარე 499,0 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო მიწის ფართი, (საკადასტრო კოდი 50.13.32.128).

საწყისი გასაყიდი ღირებულება-1250,0 ლარი.

  აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“   თანხა      -375,0 ლარი.

  “ბიჯის” ოდენობა-125,0 ლარი.

5.ქ.ახმეტაში რუსთაველის ქუჩაზე  მდებარე 1105,0 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო მიწის ფართი, (საკადასტრო კოდი 50.04.32.154).

საწყისი გასაყიდი ღირებულება-3868,0 ლარი.

  აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“   თანხა      -1160,0 ლარი.

  “ბიჯის” ოდენობა-387,0 ლარი.

  აუქციონის ბილეთის ღირებულება 100 ლარი. 

აუქციონის პირობები:

აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს  ან იმ პირთა გაერთიანებებს,  რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს  ან ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება დაიწყება 2014 წლის  8 მაისიდან   და გაგრძელდება  2014 წლის 19 მაისამდე, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე აუქციონის ჩატარების დღეს 10 საათიდან 14 საათამდე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შემდეგ მისამართზე: ქ. ახმეტა ჩოლოყაშვილის ქ. № 49(მესამე სართული).

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა რეგისტრატორს უნდა  წარუდგინოს შემდეგი საბუთეbი:

    ა)დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი;

     ბ) უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის ,,ბე“-ს შეტანის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი რომელიც შეტანილ უნდა იქნეს ს/ს ,,ლიბერთი ბანკის“ ახმეტის ფილიალში ანგ: № GE40LB0120113462310001.  

     გ)მონაწილეობის ბილეთის ფასის შეტანის დამადასტურებელი საბანკო                 ქვითარი, რომელიც შეტანილ უნდა იქნეს  ,,ლიბერთი ბანკის“ ახმეტის ფილიალში ანგ:№300543137

    დ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

    ე)სადამფუძნებლო დოკუმენტაციის  ასლები და მოქმედი ამონაწერი                           სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში)

აუქციონის დამატებითი პირობები:

  1. 1.   აუქციონზე გამოტანილი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართის შემძენი ვალდებულია მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში განახორციელოს ნებისმიერი სახის ობიექტისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა ახმეტის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით.
  2. 2.   მიწის ფართის შემძენი ობიექტის გასხვისების  შემთხვევაში  ვალდებულია, მყიდველზე  მიწის იგივე პერობებით გადაცემისა.
  3. 3.   მიწის ფართის შემძენი ვალდებულია მოუაროს და დაიცვას  ტერიტორია დაბინძურებისაგან.
  4. 4.   ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ მიწის ფართის შემძენი ვალდებულია ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახმეტის მუნიციპალიტეტში წარმოადგინოს ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ.

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებია, ქონების შესაძენად მაქსიმალური ფასის  (არანაკლებ საწყის ფასზე ,,ბიჯის“ დანამატით მიღებული თანხის) გადახდა და აუქციონის პირობების შესრულება. 

       აუქციონი გაიმართება   2014 წლის 19 მაისს 15  საათზე

 დამატებითი   ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ შემდეგ მისამართზე : ქ. ახმეტა, ჩოლოყაშვილის ქ. 49, ტელ: 8 (349)22-15-13. ინტერნეტ გვერდზე www.mayakhmeta.ge

 

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
25 აგვისტო, 2015 ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს
19 ივნისი, 2015 ს.ს. ბ/ც „აგრომონტაჟი“ აცხადებს საჯარო აუქციონს
11 ივნისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში
29 მაისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
06 მაისი, 2015 შპს ”ავტობაზა”- აცხადებს აუქციონს
15 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"
08 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"-ს ბალანსზე რიცხული ფართის იჯარით გაცემის სააუქციონე პირობები
01 დეკემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს
24 ნოემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს 1 ლოტად