საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014
25 აპრილი, 2014
1121
print

საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014

„რადისონ ბლუ ივერიის“ ბანკეტების შეფმზარეულის, ვალერი წიკლაურის პირველი მონაწილეობა მსოფლიო შეფმზარეულების ასოციაციის (WACS) მიერ ორგანიზებულ კონკურსზე ორიგინალური კერძის ნომინაციაში გამარჯვებით დასრულდა.

კონკურსი 2014 წლის მარტში, თბილისში ჩატარდა.

WACS-ის საერთაშორისო ჟიურიმ მონაწილეებს მათივე შერჩეული კერძის დასამზადებლად მხოლოდ 45 წუთი მისცა.

ორგანიზატორების თქმით, ორიგინალური კერძი კონკურსის ყველაზე მნიშნველოვანი ნომინაციაა. კერძის გემოს გარდა, მონაწილეების შეფასება კერძის ვიზუალური მხარის გათვალისწინებითაც ხდებოდა.

„ამ კონკურსში გამარჯვება უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, რადგან ჩემთან ერთად, მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო შეფმზარეულები ღებულობდნენ. ჩემი კოლეგების მხარდაჭერისა და „რადისონ ბლუ ივერიაში“ დაგროვილი უდიდესი გამოცდილების გარეშე, ამ გამოწვევას თავს ვერ გავართმევდი“,- განაცხადა ვალერი წიკლაურმა.

„მოხარული ვართ, რომ ვალერი ჩვენი გუნდის წევრია,“ - თქვა ირაკლი თოდაძემ, „რადისონ ბლუ ივერიის“ აღმასრულებელმა სუ-შეფმზარეულმა.

ვალერი წიკლაურის მიერ დამზადებულმა ორაგულის რულეტმა საქართველოს საუკეთესო მზარეულის 2014 წლის კონკურსის საერთაშორისო ჟიური სასიამოვნოდ გააკვირვა.

lika andiashvili
სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
09 აპრილი, 2014 სასტუმრო „რადისონ ბლუ“ ბათუმში ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ