"რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
30 მაისი, 2014
1189
print

"რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბი თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტის მფლო­ბე­ლი გახ­და. ჯილ­დო, რო­მე­ლიც ჰო­რე­კას სექ­ტორს ოპე­რი­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სათ­ვის ენი­ჭე­ბა, გა­და­ე­ცე­მა მხო­ლოდ იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად იმ­სა­ხუ­რე­ბენ მოგ­ზა­უ­რე­ბის მხრი­დან სა­უ­კე­თე­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბას TripAdvisor-ზე. ამ სერ­ტი­ფი­კა­ტის მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ კუთხე­ში და წარ­მო­ად­გენს სა­იტ­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წილს. ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტის მფლო­ბელ­თა შერ­ჩე­ვი­სას, TripAdvisor-ი იყე­ნებს სპე­ცი­ა­ლურ ალ­გო­რითმს, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს მოგ­ზა­უ­რე­ბის­გან მი­ცე­მულ შე­ფა­სე­ბებს. კომ­პა­ნი­ის სა­შუ­ა­ლო შე­ფა­სე­ბა არ უნ­და ჩა­მო­დი­ო­დეს 4 ბალ­ზე ქვე­ვით (უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა - 5 ბა­ლი). ასე­ვე, ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა შე­ფა­სე­ბე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა­სა და კომ­პა­ნი­ის პო­პუ­ლა­რო­ბას ვებ­გ­ვერ­დ­ზე. "TripAdvisor-ის სერ­ტი­ფი­კა­ტის მო­პო­ვე­ბა კი­დევ ერ­თხელ უს­ვამს ხაზს ჩვე­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბის მა­ღალ დო­ნეს. მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა სტუ­მარს, ვინც გა­მო­ნა­ხა დრო და შეგ­ვა­ფა­სა TripAdvisor-ზე. სტუმ­რე­ბის მხრი­დან აღი­ა­რე­ბა ხომ ნე­ბის­მი­ე­რი სას­ტუმ­რო­სათ­ვის უმაღ­ლე­სი ჯილ­დოა. ჩე­მი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გუნ­დის სა­ხე­ლით, ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ ჩვე­ნი მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბით,"- გა­ნაცხა­და მა­იკლ ჯა­კო­ბიმ, "რა­დი­სონ ბლუ", სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა მე­ნე­ჯერ­მა.

 

რა­დი­სონ ბლუ ივე­რია ქარ­თუ­ლი მწვა­ნე ბიზ­ნე­სის გა­მარ­­ვე­ბუ­ლი გახ­და

სას­ტუმ­რო "რა­დი­სონ ბლუ ივე­რია" სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ 22 აპ­რილს ჩა­ტა­რე­ბულ ქარ­თუ­ლი მწვა­ნე ბიზ­ნე­სის და­ჯილ­დო­ვე­ბა­ზე მთა­ვა­რი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­და. კონ­კურ­სი სა­მი­ნის­ტ­როს ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში მოქ­მე­დე­ბის ხელ­შეწყო­ბას, მე­წარ­მე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას, ბიზ­ნე­სის იმ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა წა­ხა­ლი­სე­ბას, რომ­ლე­ბიც მოქ­მე­დე­ბენ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, აგ­რეთ­ვე, მრეწ­ვე­ლო­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­ერ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბას.

ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბულ­მა ჯგუფ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა.

"პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წამ­ყ­ვა­ნი რო­ლი გვი­კა­ვია და რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ჩვე­ნი მიღ­წე­ვე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა­მაც და­ა­ფა­სა. ჩე­მი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გუნ­დის სა­ხე­ლით, ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ ამ ჯილ­დო­თი,"- გა­ნაცხა­და მა­იკლ ჯა­კო­ბიმ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში "რა­დი­სონ ბლუს" სას­ტუმ­რო­ე­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა მე­ნე­ჯერ­მა. "კარ­ლ­სონ რე­ზი­დო­რის" (სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში "რა­დი­სონ ბლუს" სას­ტუმ­რო­ე­ბის მმარ­თ­ვე­ლი კომ­პა­ნია) პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი ბიზ­ნე­სის პროგ­რა­მა მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრინ­ცი­პებ­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი. რო­გორც "კარ­ლ­სონ რე­ზი­დო­რის სას­ტუმ­რო­თა ჯგუ­ფის" წევ­რი, სას­ტუმ­როს მე­ნეჯ­მენ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ეკო­ნო­მი­კურ, სო­ცი­ა­ლურ, ეთი­კურ და გა­რე­მოს დაც­ვით პრობ­ლე­მებს ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას. "რა­დი­სონ ბლუ ივე­რია" მო­იხ­მარს ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის, გა­ზი­სა და წყლის სო­ლი­დურ რა­ო­დე­ნო­ბას, რაც გა­რე­მო­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. შე­სა­ბა­მი­სად, სას­ტუმ­როს ქმე­დე­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლია გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა­სა და უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბა­ზე.

 

"რა­დი­სონ ბლუ ივე­რი­ის" გუნ­დის წევ­რი მსოფ­ლიო მა­რა­თონ­ში მე­ოთხე ად­გილ­ზე გა­ვი­და

"რა­დი­სონ ბლუ ივე­რი­ის" 45-კა­ცი­ან­მა გუნ­დ­მა მსოფ­ლიო საქ­ველ­მოქ­მე­დო მა­რა­თონ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. თა­მარ გე­ლაშ­ვი­ლი, "რა­დი­სონ ბლუს" სპას თა­ნამ­შ­რო­მე­ლი კი ქარ­თ­ველ ქალ­ბა­ტო­ნებს შო­რის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გახ­და. მსოფ­ლიო რბე­ნა ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბაა მსოფ­ლიო სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 4 მა­ისს, კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დის გა­ყო­ლე­ბით გა­ი­მარ­თა. 5 კონ­ტი­ნენ­ტის 35 სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში ასი ათა­სო­ბით მორ­ბე­ნალ­თან ერ­თად, "რა­დი­სონ ბლუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს" გუნ­დ­მა ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის გან­სა­კურ­ნებ­ლად, საქ­ველ­მოქ­მე­დო მა­რა­თონ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. "სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ვა­მა­ყობ ჩვე­ნი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გუნ­დით, რომ­ლის წევ­რე­ბიც თავს არ ზო­გა­ვენ, რომ ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­მარ­თულ ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საქ­ველ­მოქ­მე­დო თუ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტ­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს. ვუ­ლო­ცავ თა­მარ გე­ლაშ­ვილს და მა­რა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მელს ჩვენს მო­რიგ შე­სა­ნიშ­ნავ წარ­მა­ტე­ბას", - გა­ნაცხა­და მა­იკლ ჯა­კო­ბიმ, "რა­დი­სონ ბლუ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს" გე­ნე­რა­ლურ­მა მე­ნე­ჯერ­მა.

lika andiashvili
სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014
09 აპრილი, 2014 სასტუმრო „რადისონ ბლუ“ ბათუმში ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ