კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
06 ივნისი, 2014
1687
print

კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­­ვის

 

ახ­ლად­გახ­ს­ნი­ლი კა­ფე ივე­რია სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია ლან­ჩი­სა თუ ფინ­ჯა­ნი ყა­ვის და­სა­ლე­ვად.

მყუდ­რო ატ­მოს­ფე­რო­ში მოხ­ვედ­რილ სტუმ­რებს თბი­ლი და უშუ­ა­ლო პერ­სო­ნა­ლი უგემ­რი­ე­ლე­სი სა­ფირ­მო ყა­ვი­თა და ახ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი სენ­დ­ვი­ჩე­ბით გა­უ­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბა. რაც მთა­ვა­რია - ყვე­ლა­ფე­რი ხელ­მი­საწ­ვ­დომ ფა­სად.

გარ­და ამი­სა, კა­ფე ივე­რია სტუმ­რებს სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის ჩა­ის, ად­გილ­ზე დამ­ზა­დე­ბულ ცო­მე­ულს, უგემ­რი­ე­ლეს ნა­ყინ­სა და არა­ერთ სხვა გემ­რი­ელ დე­სერტს სთა­ვა­ზობს. სა­ფირ­მო ყა­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი - კა­რა­მე­ლის კა­პუ­ჩი­ნო, ვა­ნი­ლი­სა და კო­ჭას ლა­ტე, თუ თეთ­რი შო­კო­ლა­დის ლა­ტე - ნე­ბის­მი­ე­რი ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლის გულს ად­ვი­ლად მო­ი­გებს; ხი­სა და შუ­შის ნა­ზა­ვით შექ­მ­ნი­ლი ინ­ტე­რი­ე­რი კი სტუმ­რებს მყუდ­რო ატ­მოს­ფე­როს შე­უქ­მ­ნის.

რა­დი­სონ ბლუ ივე­რი­ის კვე­ბი­სა და სას­მე­ლე­ბის გუნდს (კა­ფე ივე­რი­ის მმარ­თ­ვე­ლი გუნ­დი) სჯე­რა, რომ სულ მა­ლე კა­ფე ივე­რია შეკ­რე­ბი­სა თუ მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლად იქ­ცე­ვა. თბი­ლი გა­რე­მო, უგემ­რი­ე­ლე­სი მე­ნიუ და გამ­წ­ვა­ნე­ბუ­ლი ტე­რა­სა - კა­ფე ივე­რია უდა­ვოდ სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია, რომ თქვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შე­ი­ტა­ნოთ.

"ჩვე­ნი გუნ­დი მუ­დამ ცდი­ლობს, სტუ­მარს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სი­ახ­ლე შეს­თა­ვა­ზოს. ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­და და კრე­ა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის წყა­ლო­ბით, კა­ფე ივე­რი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ცეფ­ცია შევ­ქ­მე­ნით - იდე­ა­ლუ­რია მათ­თ­ვის, ვინც აფა­სებს სწრა­ფად მორ­თ­მე­ულ ახალ, ჯან­საღ საკ­ვებ­სა და მყუდ­რო ატ­მოს­ფე­როს," - გა­ნაცხა­და მა­იკლ ჯა­კო­ბიმ, რა­დი­სონ ბლუ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა მე­ნე­ჯერ­მა.

კა­ფე ივე­რია სას­ტუმ­რო რა­დი­სონ ბლუ ივე­რი­ის გვერ­დით მდე­ბა­რე­ობს და ღიაა ყო­ველ­დღე, 10-დან 23 სა­ა­თამ­დე (შა­ბათ-კვი­რას: 11-დან 23 სა­ა­თამ­დე).

 

 

 

lika andiashvili
სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014
09 აპრილი, 2014 სასტუმრო „რადისონ ბლუ“ ბათუმში ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ