სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია აცხადებს კონკურსს
09 ივნისი, 2014
828
print

სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია აცხადებს კონკურსს საბაკალავრო სკოლის ინფორმატიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორის (1 საშტატო ერთეული) ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, 2014 წლის 2 ივნისიდან 2014 წლის 2 ივლისის ჩათვლით;

 ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

ინფორმატიკის მიმართულების ასისტენ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა შესაბამისი მიმართულების  დოქტორის  აკადემიური ხარისხის  ფლობა ინფორმატიკის სპეციალობით.

 დოკუმენტაციის წარდგენის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 3 ივლისიდან 2014 წლის 11 ივლისის ჩათვლით.

 აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა აკადემიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV), აკადემიის მიერ შემუშავებული აკადემიური თანამდებობის მაძიებლის ანკეტის მიხედვით, რომელიც განთავსებულია აკადემიის ვებგვერდზე: www.eta.mod.gov.ge;

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი; ან/და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

ე) სასწავლო კურსის შესაბამისი სილაბუსი;

3)  ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება განხორციელდეს სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ;

 გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში  მიღებული იქნება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:

ა) კანდიდატის უნარი, ასწავლოს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;

ბ) პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;

გ) სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი;

დ) მონაწილეობა საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო კონფერენციებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში;

ე) ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, დროის მართვის უნარი, სამუშაოს რაციონალურად განაწილების უნარი, ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა;

ზ) კომპიუტერული პროგრამების:MS Word, MS Excel, MS PowerPoint და PDF ცოდნა;

საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში:

ა) მოიწვიოს კანდიდატები გასაუბრებაზე;

ბ) მოსთხოვოს კონკურსანტს საცდელი ლექციის ჩატარება.

 

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 ს.ს. „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს აუქციონს მის ბალანსზე რიცხული ტექნიკის გაყიდვის მიზნით
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
29 მარტი, 2016 საქართველოს კათოლიკური კავშირის "გულმოწყალე იესო"-ს განცხადება
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
16 ნოემბერი, 2015 სს "ბაკალეა"
11 ნოემბერი, 2015 Invitation to Participate in the Sales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
16 ივლისი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 15 ივლისი, 2015 წ.