სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ [გფჯ[
16 ივნისი, 2014
798
print

სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" 

განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ 

1.  აუქციონის საგანი:

      სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" (შემდგომში კორპორაცია) აცხადებს  აუქციონს გაზის გაყიდვაზე და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს. 

2.  სარეალიზაციო ქონების დასახელება:

      სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" პოტენციურ მყიდველს სთავაზობს საქართველოში, ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ, ხელმისაწვდომ გაზს ჯამში 2 000 000 (ორი  მილიონ) მმოცულობით. 

3.  მიწოდების პირობები:

გაზის მიწოდება განხორციელდება ნინოწმინდის სათაო ნაგებობაზე (სოფელი პატარძეული)Aარსებულ საზომ პუნქტში, აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 000 000 (ორი მილიონი) მხელმისაწვდომი გაზის სრულ მიწოდებამდე.

ხელშეკრულება წარმოადგენს ამ განცხადების განუყოფელ ნაწილს, რომლის პირობებთან თანხმობას აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ადასტურებს განაცხადის წარდგენით. აუქციონში გამარჯვებულს ეკისრება ვალდებულება ხელშეკრულება გააფორმოს კორპორაციის მიერ განსაზღვრული პირობებით ან კორპორაციის მიერ განსაზღვრულ პირობებთან არსებითად იდენტური პირობებით.

4.  აუქციონში მონაწილეობის პირობები და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:

4.1 აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია კორპორაციის საბანკო ანგარიშზე (მითითებულია ქვემოთ) ჩარიცხოს 50 (ორმოცდაათი) ლარი აუქციონში მონაწილეობის ბილეთის შესაძენად, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას.

4.2.   აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება 1 000 (ათას) მ3 გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის (დღგ-ს გარეშე) 305 (სამასხუთი) აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 (ხუთი) აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით.

4.3 აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება აუქციონში მონაწილე, რომელიც 1 000 (ათასი) მ3 გაზის შესაძენად კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს.

4.4.აუქციონი გამოცხადდება არშემდგარად, თუ (ა) არ იქნება წარმოდგენილი არც ერთი განაცხადი, ან (ბ) განაცხადის წარმომდგენი არც ერთი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის წარმოდგენილი საბუთები არ დააკმაყოფილებს ამ განცხადების მოთხოვნებს, ან (გ) არც ერთი პირი, რომელმაც წარმოადგინა განაცხადი, არ გამოცხადდება სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად, ან (დ) განაცხადის წარმომდგენი არც ერთი პირი არ მიიღებს მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში. 

5.  განაცხადის წარმოდგენის და აუქციონის ჩატარების ვადები:

5.1 აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, კორპორაციაში მონაწილეობის ბილეთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საბუთი, აუქციონის პირობებზე თანხმობა და მე-6 მუხლში მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს 2014 წლის 23 ივნისს 1600 საათამდე.

5.2 მსურველებმა განაცხადი აუქციონში მონაწილეობისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ს/ი 0190, კახეთის გზატკეცილი №21, სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”. ტელ: 224 40 40.

5.3 აუქციონი ჩატარდება 2014 წლის 23 ივნისს 1700 საათზე, სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21). აუქციონში მონაწილე პირს თან უნდა ქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

6.  სხვა დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომელიც უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტმა განაცხადთან ერთად:

6.1 ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. თუ აუქციონში მონაწილე არ არის საქართველოს რეზიდენტი, წარმოდგენილი უნდა იქნეს სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის ექვივალენტური საბუთი ან წერილი/სერტიფიკატი არარეზიდენტის სამართლებრივი და ფინანსური მდგომარეობის შესახებ (Letter/Certificate of Good Standing), გაცემული დაფუძნების ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იქნას არარეზიდენტის დირექტორები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირები. არარეზიდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილით ან ლეგალიზებული საზღვარგარეთ გაცემული საბუთებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ამასთან დასაშვებია აპოსტილირებული დოკუმენტის საქართველოში ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა.

6.2.ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელიც ადასტურებს პირის უფლებამოსილებას იმოქმედოს აუქციონში მონაწილის სახელით (თუ აუქციონში მონაწილე არ არის საქართველოს რეზიდენტი, მაშინ მინდობილობა დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილით ან ლეგალიზებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად). ამასთან, თუ მინდობილობა გაცემულია საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ ამავე იურიდიული პირის თანამშრომელზე, მინდობილობის გაცემისას სანოტარო ფორმის დაცვა აუცილებელი არ არის. თუ აუქციონში მონაწილე კომპანიას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი, მაშინ წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (არარეზიდენტი კომპანიის შემთხვევაში ანალოგიური საბუთი, რომელიც ადასტურებს პირის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას).

6.3.თუ აუქციონში მონაწილე არ არის საქართველოს რეზიდენტი და მინდობილობის ნოტარიულად დამოწმება არ ხდება საქართველოში, მაშინ მინდობილობა დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილით ან ლეგალიზებული საზღვარგარეთ გაცემული საბუთებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დასაშვებია აპოსტილირებული დოკუმენტის საქართველოში ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა. მინდობილობაში უნდა მიეთითოს წარმომადგენელი პირის პირადობის მოწმობის ან საპასპორტო მონაცემები. 

6.4 აუქციონში მონაწილის რეკვიზიტები: დასახელება, საკონტაქტო მისამართი, საიდეტიფიკაციო კოდი, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომერი. 

7.  სახელშეკრულებო პირობები:

7.1  აუქციონში გამარჯვებულ პირსა და კორპორაციას შორის გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აუქციონში გამარჯვებული პირის გამოცხადებიდან არაუმეტეს  3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში.

7.2  გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებულმა კორპორაციას წინასწარ უნდა გადაუხადოს 300 000 (სამასი ათასი) მ3 გაზის ღირებულება.

7.3  7.2 პუნქტში მითითებული წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენების ნაცვლად, აუქციონში გამარჯვებულს, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში, შეუძლია კორპორაციას წარუდგინოს, კორპორაციისათვის მისაღები საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული, უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ან აკრედიტივი არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) მ3 გაზის ღირებულების თანხაზე, ხოლო შემდგომში - ყოველი მომდევნო საანგარიშო თვის 10 რიცხვამდე. იმ შემთხვევაში როდესაც სარეალიზაციოდ დარჩენილი იქნება 300 000 (სამასი ათასი) მ3 გაზზე ნაკლები მოცულობა, საბანკო გარანტია ან აკრედიტივი წარმოდგენილ უნდა იქნას ამ მოცულობაზე გაანგარიშებით. ხსენებული საბანკო გარანტიის ან აკრედიტივის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ მცირე 4 (ოთხ) თვეს.

7.4  გაზის მიწოდება დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ რაც აუქციონში გამარჯვებული შეასრულებს 7.2 ან 7.3 პუნქტებში აღნიშნულ მოთხოვნას.

7.5    თუ აუქციონში გამარჯვებული კორპორაციასთან ანგარიშსწორებისათვის აირჩევს 7.2 პუნქტით განსაზღვრულ წინასწარი გადახდის მექანიზმს, მაშინ იგი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან ყოველ მომდევნო საანგარიშო კალენდარული თვის 10 (ათ) რიცხვამდე კორპორაციას უხდის 300 000 (სამასი ათასი) მ3 გაზის საფასურს. იმ შემთხვევაში როდესაც სარეალიზაციოდ დარჩენილი იქნება 300 000 (სამასი ათასი) მ3 გაზზე ნაკლები მოცულობა, შემდგომი კალენდარული თვის 10 რიცხვამდე აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია კორპორაციას გადაუხადოს ამ მოცულობის მთლიანი ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო თვეში მიწოდებული გაზის ღირებულება გაზის ღირებულება გადააჭარბებს მყიდველის მიერ წინასწარი ანგარიშსწორების მეშვეობით გადახდილ თანხას, სხვაობა მყიდველმა უნდა დაფაროს ყოველი საანგარიშო თვის შემდეგი თვის 10 რიცხვამდე. თუ საანგარიშო თვეში მიწოდებული გაზის ღირებულება ნაკლები იქნება მყიდველის მიერ წინასწარი ანგარიშსწორების მეშვეობით გადახდილ თანხაზე, ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაითვლება მომავალ საანგარიშო თვეში გადასახდელი თანხის ანგარიშში.

7.6  საანგარიშო კალენდარული თვის დასრულებიდან მომდევნო 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მხარეები აფორმებენ კომერციულ აქტს საანგარიშო თვის განმავლობაში მიწოდებული გაზის მოცულობაზე.

7.7  თუ აუქციონში გამარჯვებული კორპორაციას წარუდგენს 7.3 პუნქტში ხსენებულ საბანკო გარანტიას ან აკრედიტივს, მაშინ საანგარიშო თვეში მიწოდებული გაზის საფასური კორპორაციისათვის გადახდილი უნდა იქნას 7.6 პუნქტში აღნიშნული კომერციული აქტის შედგენიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში. 

8.  სხვა პირობები:

8.1 აუქციონის ჩატარების შესახებ წინამდებარე განცხადების პირობებით დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ასევე კორპორაციის ინტერნეტ გვერდზე – www.gogc.ge.

8.2 გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების პროექტის გასაცნობად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას", შემდეგ მისამართზე:

      საქართველო, ქ. თბილისი,

კახეთის გზატკეცილი №21. 

საკონტაქტო პირი – დავით ციციშვილი

ტელ:                    +995 (32) 224 40 40 (შიდა ნომერი - 358)

მობ:                      +995 (591) 19 80 08;

ფაქსი:                   +995 (32) 224 40 41

ელ. ფოსტა:          d.tsitsishvili@gogc.ge

კორპორაციის საბანკო რეკვიზიტები:/span>

მიმღები:                სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”

საიდ. კოდი:             206237491

ბანკის დასახელება:     სს „საქართველოს ბანკი“

ბანკის კოდი:            BAGAGE22

ანგარიშის ნომერი:      GE80BG0000000145770000

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
25 აგვისტო, 2015 ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს
19 ივნისი, 2015 ს.ს. ბ/ც „აგრომონტაჟი“ აცხადებს საჯარო აუქციონს
11 ივნისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში
29 მაისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
06 მაისი, 2015 შპს ”ავტობაზა”- აცხადებს აუქციონს
15 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"
08 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"-ს ბალანსზე რიცხული ფართის იჯარით გაცემის სააუქციონე პირობები
01 დეკემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს
24 ნოემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს 1 ლოტად