წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2014 წლის 19 ივნისის N 1-141 ბრძანების დანართი N1
23 ივნისი, 2014
653
print

                                                                წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

                                                                 თავჯდომარის 2014 წლის  19 ივნისის

                                                                 N 1-141 ბრძანების   დანართი  N1

 ი  ნ  ფ  ო  რ მ  ა  ც  ი  ა 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  უძრავი  ქონების  (არასასოფლო–სამეურნეო  დანიშნულების  მიწის  ნაკვეთების)   პირობითი აუქციონის   ფორმით   პრივატიზების  შესახებ 

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს  აუქციონს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი  ქონების  (არასასოფლო–სამეურნეო  დანიშნულების  მიწის  ნაკვეთების)   პირობითი აუქციონის   ფორმით   პრივატიზების  შესახებ  

N

უძრავი  ქონების  (არასასოფლო–სამეურნეო  დანიშნულების  მიწის  ნაკვეთის) მისამართი და საკადასტრო კოდი

ფართობი კვ.მ

საწყისი  გასაყიდი ფასი (ლარი)

„ბე“ (ლარი)

ბიჯი (ლარი)

აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულება (ლარი)

1

   ქ. წალენჯიხა, წმ. ნინოს ქუჩა (ს/კ 471144304),

1 242

15 500

4 650

500

50

2

    ქ. წალენჯიხა, წმ. ნინოს ქუჩა, (ს/კ 471144303)

503

7 500

2 250

200

50

3

ლიის თემი (ს/კ 470235159)

2 635,9

28 200

8 460

800

50

აუქციონში   მონაწილეობის

წესი   და  პირობები

1. აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი პრივატიზებისას 25%–ზე ნაკლებია.

2. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენა სურს მონაწილეს.

 ბ) ,,ბე’’–ს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელ საბანკო  ქვითარს, ამასთან, გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში 300 393 332

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში).

 დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობლობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით.

ე)  სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ქსეროასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).

3. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ,,აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.

4.  მონაწილეს უფლება აქვს  ,,ბე“–ს  დაუკავებლად აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს, მხოლოდ განცხადების მიღების პერიოდში.

5.   მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

      ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;

      ბ) დარღვეულია ამ პირობების პირველი, მეორე და მესამე პუნქტების მოთხოვნები.

6.  აუქციონში მონაწილე ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ქონებას.

7. აუქციონში მონაწილე, აუქციონის დაწყებამდე, შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერი შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

8. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.

9.   აუქციონს ატარებს აუქციონატორი.

 10. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობისას დაუშვებელია მონაწილეთა  დარბაზში გადაადგილება.

11. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატური აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.

12.აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული პირი, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარე, როგორც გამყიდველი.

13.თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი, ამასთან, მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში დაფაროს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გამოსასყიდი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ მიეცემა საკუთრების უფლება და შეტანილი ‘‘ბე“ არ დაუბრუნდება.

14.თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ,,ბე“ არ დაუბრუნდებათ.

15.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზების სააუქციონო კომისია, აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზე, აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ,,ბე’–ს’ რაოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

16.გარიგებათა გარიგების წესი და მყიდველის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ‘‘წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის N 39 დადგენილების შესაბამისად.

17. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მეთუთხმეტე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც მეთუთხმეტე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

 აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა განცხადებების მიღება მიმდინარეობს 2014 წლის   24 ივნისიდან 10:00 სთ–დან 2014 წლის  8 ივლისამდე 13:00 საათამდე.

აუქციონი ჩატარდება 2014 წლის 8  ივლისს 15:00 საათზე

მისამართი: ქ. წალენჯიხა სალიას ქ. N5. ტელეფონი 599 85 71 41 .

           საკრებულოს თავმჯდომარე                                    დავით ბელქანია 

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
25 აგვისტო, 2015 ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს
19 ივნისი, 2015 ს.ს. ბ/ც „აგრომონტაჟი“ აცხადებს საჯარო აუქციონს
11 ივნისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში
29 მაისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
06 მაისი, 2015 შპს ”ავტობაზა”- აცხადებს აუქციონს
15 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"
08 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"-ს ბალანსზე რიცხული ფართის იჯარით გაცემის სააუქციონე პირობები
01 დეკემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს
24 ნოემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს 1 ლოტად