სს „თელასი“ აცხადებს ღია აუქციონს
30 ივნისი, 2014
575
print

 შეტყობინება აუქციონის ჩატარების შესახებ

 

სს „თელასი“ აცხადებს ღია აუქციონს (შემდგომში – აუქციონი), ნასყიდობის ხელშეკრულების  დადების  უფლებით.

ლოტის №

ობიექტის დასახელება

გამოშვების წელი

საწყისი  ღირებულება (ლარიდღგ-სჩათვლით

ბიჯი (საწყისი ღირებულების 5%, ლარი დღგ-სჩათვლით)

ბე (საწყისი ღირებულების 10%, ლარი დღგ-სჩათვლით)

1

გაზ  52 ტვგ 15

1990

2,478.00

123.90

247.80

2

გაზ 52 ტვგ 15

1988

2,230.20

111.51

223.02

3

გაზ 27057

2004

1,404.20

70.21

140.42

4

გაზ 32213

1999

1,239.00

61.95

123.90

5

ვაზ 21213

2000

826.00

41.30

82.60

6

ვაზ 21213

2000

2,230.20

111.51

223.02

7

ვაზ 21213

2001

2,395.40

119.77

239.54

8

ვაზ 21214

2002

2,478.00

123.90

247.80

9

ვაზ 2107

1999

1,652.00

82.60

165.20

10

ვაზ 2107

2001

991.20

49.56

99.12

11

მახინდრა ბოლერო

2004

4,377.80

218.89

437.78

  1. აუქციონის ორგანიზატორია: სს „თელასი“, მისამართი: ქ. თბილისი, 0119, ვანის ქ. N3, +995 (32) 2779999 (7524, 7759), nino.nikolaishvili@telasi.ge, irina.gamzardia@telasi.ge საკონკურსო პროცედურების ორგანიზების სამსახური. აუქციონის შესახებ დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრავს აუქციონის ჩატარების წესს ორგანიზატორის მიერ წარმოდგენილი იქნება  წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მოთხოვნა  ქაღალდის მატარებელზე  ან ელექტრონული სახით, რაც მოიცავს პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო ნიშნებს, საფოსტო მისამართს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და საკონტაქტო ტელეფონს. დებულების მიწოდება  ხდება ქაღალდის მატარებელზე ან ელექტრონული სახით ორგანიზატორის არჩევით, დებულების მიწოდება უფასოა. დებულება აგრეთვე განთავსებულია ღია წვდომისთვის  სს „თელასის“ ოფიციალურ საიტზე (http://www.telasi.ge).
  2. აუქციონში მონაწილეობა ფორმდება ორგანიზატორის  ადგილმდებარეობის მიხედვით 27.06.2014წ. 09:00სთ.-დან 28.07.2014წ. 11:00სთ.-მდე  შეტანილი  აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადის საფუძველზე, ყველა აუცილებელი დანართით ფორმის შესაბამისად  (ატვირთულია სს თელასის ვებ-გვერდზე) ბე-ს დროულად შემოტანის პირობით. განაცხადის პირადად წარმოდგენის შემთხვევაში მიღება ხორციელდება წინამდებარე პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე, ყოველ სამუშაო დღეს  09:00სთ.-18:00სთ.
  3. ორგანიზატორმა უნდა მიიღოს ბე არა უგვიანეს 28.07.2014წ. 11:00სთ.
  4. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა მის მიერ აუქციონში დასახელებული ფასი უნდა გადაიხადოს სს „თელასის” შემდეგ ანგარიშზე: TBCBGE22, GE11TB1100000017467564 ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, შეძენილი ქონება გადაიფორმოს საკუთარი ხარჯებით და სს ,,თელასის“ ტერიტორიიდან გაიტანოს საფასურის გადახდიდან არაუგვიანეს 14  კალენდარული დღის განმავლობაში.
  5. აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა მონაწილე პირის (თუ მონაწილე იურიდიული პირია მისი უფლებამოსილი ხელმძღვანელის) ხელმოწერილი სააუქციონო განაცხადი უნდა წარმოადგინონ  ზემოთაღნიშნულ ვადებში,  აუქციონში მონაწილეობის და ქონების შეძენის სურვილის შესახებ შესაბამისი წერილით,  განაცხადი  უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა)  მონაწილეობის  მსურველი პირის დასახელებას, იურიდიულ და ფაქტიურ მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს, სარეალიზაციო ქონების დასახელებას;

ბ) გასაყიდი ქონების საწყის ფასს;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფი­ზიკური პირის შემთხვევაში), ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – აგრეთვე ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარ­მეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტ­რიდან;

დ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხა­დის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტ­რიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

ე) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ვ) ბე-ს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. (ბე - ს თანხა უნდა ჩაირიცხოს სს ,,თელასის“ შემდეგ ანგარიშზე TBCBGE22, GE11TB1100000017467564 გადახდილი ბე აუქციონში გამარჯვებულს ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას).

 6. ზემოთაღნიშნული ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში პირი ვერ მიღებს აუქციონის მონაწილის სტატუსს. აუქციონში  მონაწილეობის თაობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.

7. პირს უფლება აქვს ბე-ს დაუკავებლად უარი განაცხადოს აუქციონში    მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში. უარი დაფიქსირებული უნდა იქნას წერილობით.

8. აუქციონში მონაწილე პირებს უფლება აქვთ წინასწარ დაათვალიერონ სარეალიზაციო ქონება.

9. აუქციონში გამარჯვებულად ცხადდება მონაწილე, რომელმაც გამოაცხადა ყველაზე მაღალი ფასი გაყიდვის ობიექტზე, ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაშვებული აუქციონის მონაწილე, რომლის აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადი  დარეგისტრირებული იყო ყველაზე ადრე, ფასთან დაკავშირებით აუქციონის მონაწილეების წინადადებების არარსებობის შემთხვევაში.

  1. ვადა, რომელიც ეძლევა მყიდველს გაყიდვის ობიექტზე ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად: აუქციონში გამარჯვებულმა უნდა წარმოუდგინოს გამყიდველს გაყიდვის ობიექტის  ნასყიდობის მის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის ხელმოწერის თარიღიდან  არა უგვიანეს  14 დღისა.
  2. აუქციონის ჩატარების თარიღი, დრო და ჩატარების ადგილის მისამართი (შედეგების შეჯამება): 12:00სთ. 28.07.2014წ. ორგანიზატორის ადგილმდებარეობის მიხედვით.
  3. ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს აუქციონის პროცედურა  და უარი თქვას აუქციონში მონაწილეობაზე ყველა განაცხადის განხილვაზე ნებისმიერ დროს აუქციონის ჩატარების თარიღამდე  (შედეგების შეჯამება) მიზეზების განმარტების გარეშე.

ქონებასთან დაკავშირებით მიმართეთ სს „თელასის“ ტრანსპორტის სამსახურს +995 (32) 2779999 (7955).

 

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
25 აგვისტო, 2015 ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს
19 ივნისი, 2015 ს.ს. ბ/ც „აგრომონტაჟი“ აცხადებს საჯარო აუქციონს
11 ივნისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში
29 მაისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
06 მაისი, 2015 შპს ”ავტობაზა”- აცხადებს აუქციონს
15 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"
08 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"-ს ბალანსზე რიცხული ფართის იჯარით გაცემის სააუქციონე პირობები
01 დეკემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს
24 ნოემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს 1 ლოტად