სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია"
30 ივნისი, 2014
723
print

სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია"

განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ

      სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" აცხადებს  აუქციონს ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ, ხელმისაწვდომ გაზზე ჯამში 2 000 000 (ორი  მილიონ) მმოცულობით და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს. აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება 1 000 (ათას) მ3 გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის (დღგ-ს გარეშე) 300 (სამასი) აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 (ხუთი) აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება აუქციონში მონაწილე, რომელიც 1 000 (ათასი) მ3 გაზის შესაძენად კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს.

      აუქციონში მონაწილეობის მსურველმა საჭირო დოკუმენტაცია კორპორაციაში უნდა წარმოადგინოს 2014 წლის 7 ივლისს 1600 საათამდე. აუქციონი ჩატარდება 2014 წლის 7 ივლისს 1700 საათზე, კორპორაციის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21).

აუქციონის პირობების და აუქციონის ჩატარების შესახებ დაინტერესებულ პირებს სრული ინფორმაციის მიღება  შეუძლიათ კორპორაციის ინტერნეტ გვერდზე – www.gogc.ge ან დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირს შემდეგ რეკვიზიტებზე  დავით ციციშვილი ტელ: +995 (32) 224 40 40 (შიდა ნომერი - 358), მობ: +995 (591) 19 80 08, ფაქსი: +995 (32) 224 40 41, ელ. ფოსტა: d.tsitsishvili@gogc.ge

 სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია"

განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ

      სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" აცხადებს  აუქციონს საქართველოში, XIB სალიცენზიო ფართობზე, კრწანისის №39 ჭაბურღილიდან 1 წლის განმავლობაში მოპოვებულ ხელმისაწვდომ მომყოლ გაზზე. აუქციონის გამართვამდე, განაცხადების მიღების პერიოდში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ასევე ეძლევა ინტერესთა გამოხატვის უფლება, რათა წარმოადგინოს სხვა ალტერნატიული წინადადება მოპოვებული გაზის შესყიდვის მიზნით. აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება 1 000 (ათას) მ3 გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის (დღგ-ს გარეშე) 275 (ორასამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 (ხუთი) აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება აუქციონში მონაწილე, რომელიც 1 000 (ათასი) მ3 გაზის შესაძენად კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს.          

      აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, საჭირო დოკუმენტაცია კორპორაციაში უნდა წარმოადგინოს 2014 წლის 7 ივლისს 1600 საათამდე აუქციონი ჩატარდება 2014 წლის 7 ივლისს 1630 საათზე, კორპორაციის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21).

აუქციონის პირობების და აუქციონის ჩატარების შესახებ დაინტერესებულ პირებს სრული ინფორმაციის მიღება  შეუძლიათ კორპორაციის ინტერნეტ გვერდზე – www.gogc.ge ან დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირს შემდეგ რეკვიზიტებზე  დავით ციციშვილი ტელ: +995 (32) 224 40 40 (შიდა ნომერი - 358), მობ: +995 (591) 19 80 08, ფაქსი: +995 (32) 224 40 41, ელ. ფოსტა: d.tsitsishvili@gogc.ge

 

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
25 აგვისტო, 2015 ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს
19 ივნისი, 2015 ს.ს. ბ/ც „აგრომონტაჟი“ აცხადებს საჯარო აუქციონს
11 ივნისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში
29 მაისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
06 მაისი, 2015 შპს ”ავტობაზა”- აცხადებს აუქციონს
15 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"
08 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"-ს ბალანსზე რიცხული ფართის იჯარით გაცემის სააუქციონე პირობები
01 დეკემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს
24 ნოემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს 1 ლოტად