ყვარლის მუნიციპალიტეტი პრივატიზების მიზნით აცხადებს აუქციონს საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებაზე
30 ივნისი, 2014
741
print

ყვარლის მუნიციპალიტეტი  პრივატიზების მიზნით აცხადებს აუქციონს  ყვარლის             მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებაზე

ლოტის # 

ქონების დასახელება და მისამართი 

არასასოფლომიწის

ფართობი (კვ.მ.)

შენობა-ნაგებობის ფართობი (კვ.მ.)

საკადასტრო

კოდი

 

საწყისი ფასი (ლარი)

,,ბე" (ლარი)

ბიჯი (ლარი)

მონაწილის ბილეთი (ლარი)

1.

 ქ. ყვარელი

2506

-

57.06.68.425

7700

2310

385

50

 1. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია:      

მაქსიმალური ფასის შემოთავაზება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის ფასს ბიჯის გათვალისწინებით.

2. სააუქციონო პირობები:

1. ყვარლის მუნიციპალიტეტის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%–ზე ნაკლებია.

2. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის  ქონების დასახელებას, ყვარლის მუნიციპალიტეტის  იმ ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს;

ბ) „ბე“–ს  გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს; „ბე“–ს გადახდა უნდა მოხდეს ყვარლის  მუნიციპალიტეტის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: GE20LB0120145044096004  სს ,,ლიბერთი“ ბანკის ყვარლის ფილიალი LBRTGE22;  ს/კ241578574 ყვარლის მუნიციპალიტეტი (პრივატიზებისათვის);

გ) აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 50 ლარი, საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიში:  200122900; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, კოდი: 220101222; სახაზინო კოდი 300563390.

დ) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

ე) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ვ) ნოტარიულად დამოწმებულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).

3. მონაწილეს უფლება აქვს „ბე“ - ს დაუკავებლად აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.

4. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას,  ოქმს  ხელს აწერს მყიდველი და ყვარლის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, როგორც გამყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

5. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი „ბე“ არ დაუბრუნდება.

6. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლების კრიტერიუმია საწყის გასაყიდ ფასსზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის გადახდა და აუქციონის პირობების დაკმაყოფილება;

7.  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატერებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადაიხადის ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასური, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.

8. გარიგებათა გაფორმების წესი და მყიდველის პასუხისმგებლობა განისაზღვრება  ყვარლის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2010 წლის 3 ნოემბრის  №20  დადგენილების ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის   ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“   შესაბამისად.

9. აუქციონი ტარდება 2014 წლის  17 ივლისს 15  საათზე. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2014 წლის 27 ივნისიდან 17 ივლისის  ჩათვლით  12 საათამდე, სამუშაო დღეებში.  მისამართი: ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. №1 ტელეფონი    № 599 855 993 , ყვარლის მუნიციპალიტეტი.

 

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
25 აგვისტო, 2015 ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს
19 ივნისი, 2015 ს.ს. ბ/ც „აგრომონტაჟი“ აცხადებს საჯარო აუქციონს
11 ივნისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში
29 მაისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
06 მაისი, 2015 შპს ”ავტობაზა”- აცხადებს აუქციონს
15 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"
08 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"-ს ბალანსზე რიცხული ფართის იჯარით გაცემის სააუქციონე პირობები
01 დეკემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს
24 ნოემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს 1 ლოტად