სოროსი ევროკავშირს: დაეხმარეთ ”ახალ უკრაინას” ”ახალი რუსეთის” წინააღმდეგ ბრძოლაში
01 ივლისი, 2014
670
print

EUobserver-ის თანახმად, ცნობილმა ამერიკელმა ინვესტორმა  და ფილანთროპმა ჯორჯ სოროსმა 30 ივნისს, ბრიუსელში, ”Fine Arts Museum”-ში შეკრებილებს განუცხადა, რომ ევროკავშირი საერთაშორისო მართვის მოდელს წარმოადგენს, რომელიც ”ახალ უკრაინას” უნდა დაეხმაროს პუტინის ”ახალი რუსეთის” წინააღმდეგ ბრძოლაში.

სოროსი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან და საფრანგეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრთან პიერ მოსკოვიჩისთან ერთად გამოვიდა.

83 წლის, უნგრეთში დაბადებული ინვესტორის თქმით, ”ევროპამ ევრო-კრიზისის ბასრი ფაზა უკვე დაძლია, მაგრამ პოლიტიკის კუთხით, ახალი საფრთხის წინაშე დგას: რუსეთის აღორძინება, ახალი რუსეთი, რომელიც ევროკავშირის მთავრობების მეტოქეს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შექმნილი ვითარების სიდიდე გააცნობიეროს”-განაცხადა სოროსმა.

”ევროკავშირი  საერთაშორისო მმართველობას და კანონის უზენაესობას იცავს, მაშინ როდესაც რუსეთის ახალი რუსეთად წარმოჩენა, ცხოვრების ამ წესის გამოწვევას წარმოადგენს. ეს ახალ გამოგონებას არ წარმოადგენს, ნაციონალიზმის მტკიცებამ მეორე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანა,”-აღნიშნავს ამერიკელი ფინანსისტი.

სოროსმა, რომელიც ევროკავშირის ძლიერ მხარდამჭერს წარმოადგენს,  გააკრიტიკა ბრიუსელის ბიუროკრატიის მუშაობის ”გართულებული გზები”  და მისი ხედვების სიმწირე იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მიმართებაში.

 მისი თქმით, ასოცირების შესახებ უკრაინასთან ხელმოწერილი შეთანხმება  უფრო მოქნილი უნდა იყოს და სამოქალაქო საზოგადოებასთან მეტ ურთიერთობას უნდა ეფუძნებოდეს:”ევროკავშირისათვის ახალი უკრაინის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს, რაც ევროკავშირმა უნდა გააკეთოს არის: ხალხის ჩართულობა, მართვის საკითხებში აქტიურად უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა, ასევე ხელი უნდა შეუწყოს კონსტიტუციური რეფორმების გატარებას. როგორც ჩვენ მაიდანზე დავინახეთ, უკრაინელი ხალხი სიცოცხლის გასაწირად არის მზად. მთავარ გამოწვევას მხოლოდ რუსეთის აგრესიის  გამკლავება არ წამოადგენს, არამედ ევროკავშირი უკრაინას წინსვლაში უნდა დაეხმაროს, მაგალითად აღმოუჩინოს ამ ქვეყანას ტექნიკური დახმარება”-განაცხადა სოროსმა.

ვან რომპეიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ ევროკავშირი მართებულად მოიქცა, როდესაც უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთნხმებას მოაწერა ხელი: ”უკრაინას ევროკავშირის ღირებულებებისამდი ძლიერი ლტოლვა აქვს-დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. შევცდით თუ არა? არა.  ეს ის ხალხია, რომელსაც ამის გაკეთება სურდა,”-განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთი ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით ყოველთვის საქმის კურსში იყო, რომელთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა:”თუმცა, რუსეთის მიზანს თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული უკრაინის არსებობა არ წარმოადგენს; არამედ მისი მიზანია სუსტი, არასტაბილური უკრაინა, რომელიც ევროკავშირისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ არჩევანს ვერ გააკეთებს. ჩვენ გინდა უკრაინის მხარეს ვიყოთ,”-განაცხადა რომპეიმ.

ამასთან, ორშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა პიოტ პოროშენკომ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ,  20 ივნისს გამოცხადებული ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის  დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება:”ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას,”-აღნიშნა პრეზიდენტმა.

პოროშენკოს განცხადებით:”კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შანსი პრორუსულმა აქტივისტებმა  კრიმინალური ქმედებების განხორციელებით გაანადგურეს.”

მოამზადა   თამთა კახაძემ

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს