უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემიაში“ 2014 წლის 07 ივლისიდან გამოცხადდეს კონკურსი:
07 ივლისი, 2014
871
print

უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემიაში“ 2014 წლის 07 ივლისიდან გამოცხადდეს კონკურსი: პროფესორის, ასოცირებული პროფესორის,  ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;

სამართლისმცოდნეობის  მიმართულებით

ა)  კერძო სამართლის მიმართულებით 

  • პროფესორი  - 1 ადგილი;
    • ასოცირებული პროფესორი  - 2 ადგილი;
    • ასისტენტ პროფესორი––1 ადგილი;
    • ასისტენტი – 1 ადგილი

ბ) სისხლის სამართლის მიმართულებით

  • პროფესორი  - 1 ადგილი;
    • ასოცირებული პროფესორი  - 2 ადგილი;
    • ასისტენტ პროფესორი––1 ადგილი;
    • ასისტენტი– 1 ადგილი

გ) ადმინისტრაციული სამართლის  მიმართულებით

  • პროფესორი  - 1 ადგილი;
    • ასოცირებული პროფესორი  - 2 ადგილი;
    • ასისტენტ პროფესორი––1 ადგილი;
    • ასისტენტი– 1 ადგილი

1. პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

ასსიტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

 2. კონკურსანტმა შპს უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემია“–ში უნდა წარმოადგინოს:

  • საკონკურსო განაცხადი და ანკეტა შევსებული დანართის ჩათვლით, რომელიც ხელმისაწვდომია ელექტრონულ ფორმატში სასწავლებელის ვებ-გვერდზე და კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში;
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული ასლები;
  • სამეცნიერო ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ასლი, დოქტორანტების შემთხვევაში - დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;
  • ნაბეჭდი/ელექტრონული ფორმით საგანმანათლებლო დისციპლინის პროგრამა, სილაბუსი/სილაბუსები;
  • (ორი) ფოტოსურათი.
  • ბოლო 6 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (ასისტენტის შემთხვევაში სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენა სავალდებულო არ არის);
  • პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სათანადო წესით გაცემული ცნობა);

3. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება მოხდება სპეციალურად შექმნილისაკონკურსო  კომისიის მიერ.

4. გადაწყვეტილების მიღების ძირითადი კრიტერიუმები:

  • პედაგოგიური  გამოცდილება;
  • სამეცნიერო პუბლიკაციები, სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები და ტრენინგები
  • ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა.

5.  საკონკურსო კომისია უფლებამოსილია საჭიროების  შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს საცდელი ლექციის ჩატარება.

6. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე: საქართველო,  ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35. შპს უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემიის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.

7. კონკურსი გამოცხადდეს 2014 წლის 07 ივლისიდან. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 08 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 2014 წლის  29 აგვისტოს.

 

lika andiashvili
სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 ს.ს. „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს აუქციონს მის ბალანსზე რიცხული ტექნიკის გაყიდვის მიზნით
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
29 მარტი, 2016 საქართველოს კათოლიკური კავშირის "გულმოწყალე იესო"-ს განცხადება
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
16 ნოემბერი, 2015 სს "ბაკალეა"
11 ნოემბერი, 2015 Invitation to Participate in the Sales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
16 ივლისი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 15 ივლისი, 2015 წ.