ლებრონი მოდის. კევინ ლავიც
22 ივლისი, 2014
16982
print

იესპიენმა ახალი სეზონის დაწყებამდე საუკეთესო გუნდად ”სან ანტონიო” დაასახელა. ლოგიკურია. მოქმედი ჩემპიონი ჯერ ვინმემ უნდა შეცვალოს. და რეალურად, ”სან ანტონიო” პირველია. ჩემპიონებმა მშვიდად შეინარჩუნეს შემადგენლობა და არავინ არ დაუმატებიათ. გრეგ პოპოვიჩი რაღაც მომენტში დაუკავშირდა პო გასოლს, მაგრამ ეს უფრო ინერციით მოხდა. გრეგი უსაქმურობით დაიღალა და გრეგმა პო ”ჩიკაგოში” გაატარა. მისტერ პოპოვიჩმა დაიტოვა ბორის დიაო, ტიმი, პატი მილსი და სულ ბოლოში, თვითონ გააფორმა ხელშეკრულება ”სან ანტონიოსთან”.

და ლებრონ ჯეიმსი ”კლივლენდში” იქოქება. ლებრონი ძველ ტერიტორიაზე ახალ გუნდთან ერთად შედის და ლებრონი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა.

ჯეიმსი ხან ენდრიუ უიგინსის მომავალზე საუბრობს და კლივლენდში ეს მოსწონთ. უიგინსი პოზიციით ლებრონია, მაგრამ ჯეიმსი ტრანსფორმერია და უიგინსს არ შეუზღუდავენ.

ჯეიმსი ხან კევინ ლავს უგზავნის ტექსტურ შეტყობინებას და კლივლენდში ეპატიჟება. და ამ ესემესით იფარება უიგინსის პერსპექტივა კლივლენდში. ”მინესოტას” ლავში უიგინსი და ენტონი ბენეტი უნდა.

”კლივლენდმა” მიიღო ლებრონი და კლივლენდმა მიიღო დევიდ ბლატი. რომელიც ამერიკაში ევროტურის შემდეგ ჩადის და მისტერ ბლატი იქ, ევროპაში ლეგენდაა. ლეგენდა იყო. მისტერ ბლატი ”კლივლენდში” ახალგაზრდა გუნდისთვის გამოცდილების მისაცემად ჩადის და მისტერ ბლატს იქ ლებრონი აჩუქეს. ეს ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე.

ჯეიმსიც მოვა აზრზე, დაივიწყებს ბოლო ფინალში მიღებულ ტრავმას და დაიწყებს ახალ წრეს.  ახალ გუნდთან ერთად. სადაც არ იქნებიან კრის ბოში და დუეინ უეიდი. სადაც დაბრუნდა მაიკ მილერი და თუ ”კავალიერსი” ლავს დაიმატებს, უკვე საინტერესო იქნება. ლავის გარეშე ”კლივლენდი” აღმოსავლეთის ფინალში გასვლის კანდიდატია. ლავთან ერთად ”კლივლენდი” სუპერფინალში გასვლის კანდიდატია.

და ვინ დარჩა მოგებული მთელი ამ ამბების შემდეგ?

”სან ანტონიო სპერსი”, რომელსაც არავინ არ დაუმატებია. ხანდახან, ყველაზე მნიშვნელოვანია, უბრალოდ, არავინ არ დაიმატო.

ლებრონმა ეს იცის.

ზურა თალაკვაძე

zura talakvadze
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას