”ისლამურ სახელმწიფოს” ნავთობის კონტრაბანდისტები აფინანსებენ
23 ივლისი, 2014
1088
print

”როიტერის” თანახმად, ერაყში, ივნისიდან მოყოლებული ”ისლამური სახელმწიფოს” შეიარაღებულმა მებრძოლებმა ნავთობის ოთხი საბადო ჩაიგდეს ხელში და ახლა დაუმუშავებელ ნავთობსა და გაზს მათი ”ხალიფატის” დასაფინანსებლად ჰყიდიან.

ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მოსულთან ”ისლამურმა სახელმწიფომ” ნაჯმასა და ქაირას ნავთობის საბადოები ჩაიგდო ხელში; ქალაქ ტირკიტთან ახლოს კი ჰიმრენისა და აჯილის საბადოები. თუმცა, ეს საბადოები საკმაოდ მცირეა კირკუკსა და ბასრაში არსებულ საბადოებთან შედარებით, რომლებსაც ქურთები და ცენტრალური მთავრობა აკონტროლებს. ”ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაუფლებული საბადოების ჭაბურღილების დიდი ნაწილი შეიარაღებულ მებრძოლებს გაყიდული აქვთ.

ერაყელი ოფიციალური პირების განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში დაჯგუფებამ ქაირას საბადოდან ნავთობი სირიის მიმართულებით დასამუშავებლად გადაიტანა, შემდეგ კი უკან მოსულიში დააბრუნა, სადაც 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.  დაუმუშავებული ნავთობის დიდი მოცულობა ნაჯმას საბადოდან,  კონტრაბანდისტებმა თურქ  მოვჭრეებსაც მიჰყიდეს-ერთი ბარელი 25 დოლარად.

”ჩვენ ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ ნაჯმას ნავთობის საბადოდან ”ისლამურმა სახელმწიფომ” დაუმუშავებელი ნავთობის სირიის მიმართულებით გააგზავნა, საიდანაც მოხდა ნავთობის კონტრაბანდა სირიის ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში. ”ისლამური სახელმწიფო” არალეგალური ვაჭრობით მილიონობით დოლარს იღებს,”-განაცხადა პროვინცია მოსულის ენერგეტიკის კომიტეტის საბჭოს ხელმძღვანელმა ჰუშამ ალ-ბრეფკანმა.

მოსულის ბენზინგასამართი სადგურები, შეირაღებული მებრძოლებისგან მიღებულ 1 ლიტრ ნავთობს 1-1,5 დოლარად ჰყიდიან:”ნავთობი სირიიდან მოაქვთ, ეს ძველ ფასსზე სამჯერ მეტია, თუმცა მძღოლები ამ ფასს იღებენ, ვინაიდან  მთავრობის მიერ ნავთობის სფეროს სუბსიდირება შეჩერებულია,”-აღნიშნავს ქალაქის ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მფლობელი.

ნაჯმასა და ქაიარას საბადოებზე ადრე ანგოლური კომპანია ”სონანგოლი” მოქმედებდა, თუმცა მან საბადოებზე გასულ წელს თქვა უარი, რის მიზეზად გაზრდილი ხარჯები და სუნიტი შეირაღებული მებრძოლებიდან მომდინარე საფრთხე დაასახელა.

”როიტერის” ინფორმაციით, ”ისლამური სახელმწიფოს” შეირაღებულმა მებრძოლებმა ქაირას საბადოს ხელში ჩაგდების შემდეგ იმ მუშებს, რომლებიც საბადოზე მუშაობდნენ დარჩენა სთხოვეს და მათ უსაფრთხოების გარანტიებიც მისცეს.

ერაყის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ძნელია იმის განსაზღვრა, ზუსტად რა შემოსავალს იღებენ შეიარაღებული მებრძოლები გაყიდული ნავთობიდან.

ერაყელი ექსპერტის აჰმედ იუნის თქმით, ”ისლამურმა სახელწმიფომ” ფაქტობრივად ეკონომიკური სახელმწიფო ჩამოაყალიბა; მზარდი ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე ”ისლამური სახელმწიფო” ეკონომიკურ გიგანტად გარდაიქმნება, რომელსაც მილიარდობით დოლარი ექნება ხელში. შესაძლოა, მათ მომავალში ”NYMEX”-საც მიჰყიდონ წილი,  ყველაფერი შეიძლება მოხდეს,”-აღნიშნავს იუნისი.

”ერაყისა და ლევანტის ისლამურმი სახელმწიფოს”(ახლა ”ისლამური სახელმწიფო) სუნიტმა შეიარაღებულმა მებრძოლებმა  ერაყის ქალაქებზე კონტროლის დამყარება გასულ თვეში დაიწყეს. ისინი ღიად აცხადებენ, რომ მათ მიზანს დედაქალაქ ბაღდადის დაკავებაც წარმოადგენს, რომელთან ახლოსაც ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს. ”ისლამურმა სახელმწიფომ” სირიისა და ერაყის ტერიტორიის ნაწილზე ”ხალიფატის” შექმნის შესახებ უკვე გამოაცხადა.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ერაყის პარლამენტი პირველივე სხდომაზე ვერ შეთანხმდა, სადაც პრემიერის, პარლამენტის სპიკერისა და პრეზიდენტის წარდგენა უნდა მომხდარიყო. პირველივე სხდომა ქურთმა და სუნიტმა პარლამენტარებმა დატოვეს. პარლამენტი აგვისტომდე აღარ შეიკრიბება. შიიტების ბლოკს, სადაც მოქმედი პრემიერის ნური ალ-მალიკის კოალიცია უმსხვილეს ჯგუფს წარმოადგენს, ამ დრომდე არ გადაუწყვიტავს მალიკს წარადგენს პრემიერად მესამე ვადით, თუ ახალ პრემიერს დაასახელებს. მსოფლიოს ქვეყნები ერაყელ პოლიტიკოსებს ”ინკლუზიური მთავრობის” შექმნისკენ მოუწოდებენ.

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს