უკრაინა ძალიან მალე, შესაძლოა, აშშ-ს სამხედრო მოკავშირე გახდეს
25 ივლისი, 2014
684
print

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უახლოეს მომავალში, შესაძლოა, უკრაინას ნატოს პრივილეგირებული, არაბლოკური სამხედრო პარტნიორის სტატუსი მიანიჭოს-უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საგარეო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნიკოლაი მალომუჟმა ვაშინგტონში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა.

”ზუსტად ამ პერიოდში, როდესაც ჩვენ ყველა ოპერაციას ვატარებთ, ვფიქრობ რომ ეს დახმარება უკვე მალე წამოვა, მათ შორის იგულისხმება სამხედრო ტექნიკით დახმარებაც,”-განაცხადა მალომუჟმა სააგენტოების ”УНИАН”-ისა და ”ТСН”-ის მიერ ორგანიზებულ ”აღმოსავლეთი+დასავლეთის” მრგვალ მაგიდაზე.

როგორც უკრაინის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნავს სენატი, კონგრესი ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ და შესაძლოა, აღნიშნული უახლოესი დღეების განმავლობაში დაამტკიცონ.

მალომუჟის განმარტებით, ასეთი არაბლოკური სტატუსის მიღებით კიევი ვაშინგტონიდან მიიღებს დაფინანსებას სამხედრო ტექნიკის შესაძენად. ასევე,  ომის დროს, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მიწოდების უფლებას მიიღებს. ამასთან, უკრაინას შესაძლებლობა მიეცემა ამერიკის თავდაცვის სისტემის ელემენტების შესყიდვის ზოგიერთ კონტრაქტში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც გენერალი აღნიშნავს, ამერიკის პრივილეგირებული პარტნიორის სტატუსი, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, 15 ქვეყანას გააჩნია, მათ შორის: ავღანეთს, ავსტრალიას, არგენტინას, სამხრეთ კორეას, ტაილანდს, ავსტრიასა და იაპონიას.

უკრაინა, რომელიც ნატოს წევრი არ არის, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ამ დროისთვის ნატო-უკრაინის კომისიის ფარგლებში თანამშრომლობს.

უკრაინის კრიზისის შემდეგ, ნატომ აღმოსავლეთ უკრაინაში საკუთარი წევრების უსაფრთხოებისთვის გარკვეული ზომები მიიღო, მათ შორის ბალტიისპირეთში, პოლონეთსა და რუმინეთში გაძლიერებული იქნა საჰაერო პატრულის სისტემა. შავ, ხმელთაშუა ზღვებში შევიდა ნატოს ხომალდები.

ცოტა ხნის წინ ესტონეთი ნატოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კორპუსის, რომელიც ბალტიისპირეთისა და პოლონეთის უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს, სწრაფი რეაგირების კორპუსად გარდაქმნის წინადადებით გამოვიდა.

ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ხენდრიკ ილვესმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანაში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, აუცილებელი ნატოს ძალების გაზრდა.

როგორც ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, ესტონეთი ბალტიისპირეთის რეგიონში ნატოს ყოფნის გაძლიერებით არის დაინტერესებული:”ნატოს ყოფნის საკითხი, აუცილებლად იქნება განხილული სექტემბერში უელსის სამიტზე, როგორ ერთ-ერთი ცენტრალური თემა,”-განაცხადა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პეეტერ კუიმეტმა.

ჯერ კიდევ აპრილში პენტაგონის ხელმძღვანელი ჩაკ ჰეიგელი აღნიშნავდა, რომ ვაშინგტონი უკრაინას ”არალეტალური ხასიათის” სამხედრო დახმარებას აღმოუჩენდა. ვაშინგტონს უკრაინისათვის ფინანსური დახამრება არაერთხელ აღმოუჩენია, მათ შორის ქვეყნის საზღვრების დაცვის გაძლიერებისათვის.



tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს