რუსეთი ბლოგსფეროზე კონტროლს ამკაცრებს
01 აგვისტო, 2014
713
print

1 აგვისტოდან რუსეთში ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც ბლოგსფეროზე კონტროლს გაამკაცრებს- ქვეყანაში  ერთ-ერთი  იშვიათ ადგილზე, სადაც ხალხს თავისუფლად შეეძლო მთავრობის გაკრიტიკება.

როგორც აღნიშნავენ ეს კანონი ”პოპულარული ვებგვერდების დეანონიმიზაციას” მოახდენს. ცნობილი ბლოგერების თქმით, ეს სიტყვის თავისუფლების ჩახშობის მორიგი მცდელობაა და რეჟიმის კრიტიკოსების წინააღმდეგ არის მიმართული.

ე.წ ”კანონი ბლოგერების” შესახებ გულისხმობს, რომ ნებისმიერი მომხმარებელი, რომლის პოსტსაც  დღეში 3000  ადამიანზე მეტი წაიკითხავს, ვალდებულია მისი ნამდვილი სახელი და გვარი გამოაქვეყნოს. ფაქტობრივად, ბლოგერები მასმედიის წარმომადგენლების მსგავს სტანდარტებში მოექცევიან, რომლებსაც ცრუ ინფორმაციის გავრცელება და უხამსი სიტყვების გამოყენება ეკრძალებათ. ამ მოთხოვნების დამრღვევებს მოუწევთ 50 000 რუბლის ჯარიმის გადახდა და ისინი ”შავ სიაშიც” მოხვდებიან.

როგორც ცნობილია, ”Facebook”-მა,  ”Twitter”-მა, ”LiveJournal”-მა და სხვა სოციალურმა ქსელებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 2011-2013 წლებში ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოსვლების მოწყობაში; ასევე, ამ სოციალურ ქსლებში ხდებოდა კრიტიკული აზრის დაფიქსირება, მაშინ როდესაც ტელევიზიისა და ბეჭდური მედიის დიდ ნაწილს მთავრობა აკონტროლებს. 2013 წელს მიღებული კანონით ხელისუფლებამ უკვე დახურა ვებგვერდები, რომლებიც ”ექსტრემისტურ საქმიანობებს” უწყობდა ხელს. მარტში მედიის სამეთვალყურეო ორგანომ სამი ოპოზიციური სიახლეების პორტალი დახურა, ასევე დახურა ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნალავნის LiveJournal-ის  ბლოგიც.

”გარდიანის” თანახმად, პოპულარულმა ბლოგერმა ანტონ ნოსიკიმ ბლოგერების შესახებ მიღებულ კანონს არაკონსტიტუციური უწოდა. მისი თქმით,  ეს მთავრობის კრიტიკოსების დასაშინებლად მოხდა:”ეს იმ სიტუაციის შექმნას ჰგავს, როდესაც შენ ”დიდი ძმა გიყურებს”((big brother is watching you), შენ სიაში ხარ შეყვანილი, გაკვირდებიან და თუ  ლაპარაკს გადაწყვეტ, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც კი მოექცე,”-აღნიშნავს ნოსიკი.

როგორც ბლოგერები აღნიშნავენ, კანონი საკმაოდ გაუგებარი ენით არის შედგენილი.

მედიის სამეთვალყურეო ორგანოს წამომადგენლის მაქსიმ კსენზოვის თქმით, კანონმდებლობა შერჩევითი იქნება:”თუ შენ კატის კნუტს ფოტოს გადაუღებ, ნორმალურად დაწერ და არასაიდუმლო ინფორმაციას გამოაქვეყნებ, შენი პოსტის მნახველების რაოდენობა დღეში 1 მილიონსაც რომ გადასცდეს, ამ შემთხვევაში  დარეგისტრირება, შესაძლოა, არასოდეს მოგთხოვონ.”

რუსული მედიის თანახმად, 1 აგვისტოდან, კანონის ძალაში შესვლის დღიდან, ”როსკომნადზორი” დარეგისტრირების მოთხოვნას შვიდ ბლოგერს გაუგზავნის, ესენი არიან-ბორის აკუნინი, ედუარდ ლიმონოვი, მიხაილ ზადორნოვი, მიხაილ გალუსტიანი, სერგეი დოლია, დმიტრი ჩერნიშევი, აშოტ გაბრალიანოვი. 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს