განცხადება სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2013 წლის პერიოდის განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის, საგადასახადო და სამართლებრივი აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებაზე
25 აგვისტო, 2014
534
print

განცხადება

სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2013 წლის პერიოდის

განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის, საგადასახადო და სამართლებრივი აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებაზე

კონკურსის გამოცხადების შესახებ 

            “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭო აცხადებს კონკურსს საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის მიერ სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2013 წლის პერიოდის განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის, საგადასახადო და სამართლებრივი აუდიტის ჩატარებაზე.

            აუდიტორული დასკვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, 3 ეგზემპლარად, 2014 წლის 1 ნოემბრამდე, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ადმინისტრაციულ შენობაში (მის. ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68). 

მოთხოვნები

  • აუდიტორული კომპანიის მსხვილ კლიენტებთან მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, სასურველია ტელე-, რადიომაუწყებლობის სფეროში,
  • აუდიტორულმა კომპანიამ აუდიტი უნდა ჩაატაროს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად,
  • აუდიტის სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 60 000 (სამოცი ათასი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით.

წინადადებების მიღების და შერჩევის პროცესი 

წინადადებები წარმოადგენილი უნდა იქნეს 2014 წლის 5 სექტემბრის 18.00 საათამდე. წარმოდგენილ წინადადებაში მითითებული უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ღირებულება.

            საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ადმინისტრაციულ შენობაში (მის. ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68) დალუქულ კონვერტში. კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს კომპანიის დასახელება, საკონტაქტო მონაცემები და კონკურსის დასახელება, რომელზეც შემოტანილია განაცხადი.

     წარმოდგენილი კონვერტების გახსნას, წარმოდგენილი განაცხადების განხილვას, შეფასებას, კონკურსში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებთან გასაუბრების (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), გამარჯვებულის გამოვლენას და აუდიტორული კომპანიის დანიშვნას ახორციელებს საბჭო თავის სხდომაზე.

  საკონკურსო წინადადებების განხილვა იწყება წარმოდგენილი კონვერტების გახსნით.

საკონკურსო წინადადებების განხილვისას საბჭო ითვალისწინებს:

ა) აუდიტორული კომპანიების წინადადებებს;

ბ) აუდიტის საფასურს.

   წარმოდგენილი კონვერტების გახსნის შემდეგ გამარჯვებულის გამოვლენამდე სამეურვეო საბჭო ან/და მისი თავმჯდომარე უფლებამოსილნი არიან გასაუბრებისთვის მოიწვიონ კონკურსში მონაწილე აუდიტორული კომპანიების უფლებამოსილი წარმომადგენლები ინფორმაციის დაზუსტება/განმარტებისათვის.

  წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების (მათში შემავალი დოკუმენტების, ასევე მონაწილე აუდიტორული კომპანიების უფლებამოსილი წარმომადგენლების ზეპირი დაზუსტებების/განმარტებების) განხილვის საფუძველზე საბჭო გამარჯვებულად აცხადებს აუდიტორულ ფირმას და თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს მას მაუწყებლის გარე აუდიტის განმახორციელებელ აუდიტორულ ფირმად.

    წარმოდგენილი წინადადების საფუძველზე, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭო შეარჩევს და 2014 წლის 13 სექტემბრამდე გამოავლენს გამარჯვებულს.

 საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: 

-         სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს კონსულტანტს ფინანსურ საკითხებში გიორგი ნატროშვილს, მობ. ტელ. 577 777731.

 

 

გრიგოლ გოგელია

სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის”

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 ს.ს. „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს აუქციონს მის ბალანსზე რიცხული ტექნიკის გაყიდვის მიზნით
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
29 მარტი, 2016 საქართველოს კათოლიკური კავშირის "გულმოწყალე იესო"-ს განცხადება
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
16 ნოემბერი, 2015 სს "ბაკალეა"
11 ნოემბერი, 2015 Invitation to Participate in the Sales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
16 ივლისი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 15 ივლისი, 2015 წ.