განცხადება
2014 წლის 19 დეკემბერს, 13 საათზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მის.ჭიათურა,ნინოშვილის ქ.N7),გაიმართება ჭიათურაში,საჩხერის გზატკეცილზე შპს „პარტნიორის“მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.
დაგეგმილი საქმიანობის მიზანს წარმოადგენს მანგანუმის მადნის გამდიდრება..
საზოგადოების წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართებზე:
_შპს „პარტნიორის“ ოფისში,ქ.თბილისი, ვარკეთილი-3,მეორე მიკრორაიონი 25-ა ბინა 112,ტელ.595-22-22-27
_ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში,ნინოშვილის ქ.N7,ტელ.599286475
_ შპს „სამნი“-ს ოფისში,ქუთაისი,გ.ტაბიძის 28,ტელ.591157272
საზოგადოების მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადაა დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 45 დღე.
შპს „პარტნიორი“