კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მეორე სეზონი იხსნება
29 ოქტომბერი, 2014
2057
print

კალათბურთის სამოყვარულო ლიგა სეზონს ხსნის. მეორე სეზონს, რომელსაც უფრო მოქნილი გუნდები და საინტერესო ჩელენჯერები დაიწყებენ.

ტურნირში მიიღებს მონაწილეობას 15 გუნდი. რამდენიმე მონაწილე სოლიდურად არის დაკომპლექტებული და ალბათ, ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი ექნება. ალბათ, ბევრი არის დამოკიდებული კლუბების ენერგიის გადანაწილებაზე. შარშან, ეს ყველაზე კარგად გააკეთა საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრებით შეკრულმა ”მგზავრებმა”.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონიც, შესაბამისად არის ”მგზავრები” და შარშანდელი ფავორიტი წლევანდელი ივენთის მთავარ ფავორიტად რჩება. უბრალოდ,  ტიტულის შენარჩუნება რთული იქნება.

ჩემპიონატი იწყება 1 ნოემბერს. თბილისის ”დინამოს” საკალათბურთო ბაზაზე ლიგა ”ქუთაისის” და ”თელიანი ველის” თამაშით იხსნება. ეს 18 საათზე იქნება. დღის მეორე ტესტში ”თბილისი” გადის ”გორზე” (19:45).

ტურნირის ორგანიზატორები რეგულარულის პროცესში სიურპრიზებს გეგმავენ. ყოველი ტურის დასრულების შემდეგ დასახელდება საუკეთესო მოთამაშე.

შარშანდელი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ”მგზავრების” მოთამაშე-მწვრთნელი კოტე ტუღუში. კოტეს ზურგის ტრავმა აქვს და შეიძლება, ჩემპიონატის სტარტი გამოტოვოს.

”მგზავრების” შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა - გუნდმა დაიმატა (შარშან) ”თელიანი ველის” ლიდერი და ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, ფორვარდი ირაკლი შანიძე. ”მგზავრები” სტატუსს უფრთხილდება.

პირველი ტურის ცენტრალური თამაში მეორე დღეს, 2 ნოემბერს იქნება. ვეტერანების ”სილქ მედია ჰიუნდაი” გადის ”ბაზის ბანკის” სოლიდურ გუნდზე. თამაში ფავორიტის გარეშე. თამაში ბევრი საინტერესო პერსონაჟით და თამაში, სადაც გულშემატკივრები ბევრ ლეგენდარულ პერსონაჟს ნახავს.

”სილქ მედია ჰიუნდაი” და ”ბაზის ბანკი” თამაშს 14:30-ზე იწყებენ. საინტერესო იქნება. გელოდებით ”დინამოს” ბაზაზე.

შარშანდელ ფინალში ”მგზავრები” უგებენ ”მართვეს”. ფინალი სპორტის სასახლეში იყო და თამაშს უამრავი გულშემატკივარი დაესწრო. საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

”სილქ მედია ჰიუნდაის” რუსტერში არის გია სანაძე. იქვეა პაატა გურასპაული, ალექსანდრე ფერიაშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ნოდარ ქორქია. ძალიან საინტერესო შემადგენლობა და თუ გუნდის ლიდერები არ დაიღლებიან, ”ჰიუნდაი” ზედა ეშელონში დარჩება.

მიხეილ ამაშუკელი (სამოყვარულო ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი): ”იმედი გვაქვს, ეს ტურნირი საინტერესო, მონაწილეებისთვის, ფანებისთვის დასამახსოვრებელი იქნება. გავითვალისწინეთ შარშანდელი მინუსები და ვეცდებით, მთელი ტურნირი მაქსიმალურად საინტერესოდ ჩატარდეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას. ასევე, ყველა საინფორმაციო პარტნიორს და უშუალოდ ყველას, ვინც ამ ტურნირის ჩატარებაში გვეხმარება.”

ტურნირთან დაკავშირებით ყველა სიახლე შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ ვებზე www.gabl.ge

 

გელოდებით ”დინამოს” ბაზაზე. 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას