19-წლამდე მორაგბეები ევროპის ჩემპიონები და მსოფლიო საგზურის მფლობელები გახდნენ
02 ნოემბერი, 2014
1534
print

გიგა გურასაშვილი

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც ლისაბონს ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ეწევია, შინ ასევე ევროპის ჩემპიონად ბრუნდება.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელი პორტუგალია 44:14 დაამარცხეს და იქვე საგაისო 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვეს, რომელსაც ასევე პორტუგალია უმასპინძლებს.

პორტუგალიელებთან შეხვედრამ ილია მაისურაძის გუნდის უპირატესობით ჩაიარა. საწყის უანგარიშო 20-წუთიან მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით, თამაში მერეღა გაჩაღდა და იმით დასრულდა, რომ პირველი ტაიმი 20:7 მოიგეს, მთლიანობაში კი მეტოქე 6-ჯერ დაალელოვეს.

ისიც უდა ითქვას, რომ საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მეტოქეებზე ყველა კომპონენტით ერთი თავით მაღლა იდგა.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებს ფინალამდე ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ჰოლანდიელებმა, რომელსაც მეოთხედფინალში 55:3 მოუგეს და შემდეგ უკვე ნაცხევარფინალში რუსებმა, რომლებსაც ასევე იოლად 41:5 სძლიეს.

მიზანი მიღწეულია. საქართველომ ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა და მსოფლიო ალაფას საგზურიც გაინაღდა. ალაფაზე პორტუგალიელებიც გავიდნენ. მათ ეს პატივი, როგორც მომავალი ასპარეზობის მასპინძლებს ერგოთ.

ცნობილია სხვა მეტოქეებიც. საქართველოსა და პორტუგალიის გარდა მსოფლიო ალაფაზე ბურთაობის უფლება მოიპოვა ტონგამ, ფიჯიმ, ნამიბიამ, ურუგვაიმ და ჰონგ კონგმა, ხოლო ბოლო საგზურისთვის კანადისა და აშშ-ის ნაკრებები იბრძოლებენ.

და ბოლოს, საგაისო მიზანი მოწინავე12 გუნდში დაწინაურება იქნება, რომლამდეც აქამდე ყოველთვის ნაბიჯი გვაკლდებოდა.

”შესანიშნავი თამაშისთვის ბიჭებს მადლობას ვუხდი. ნაკრებმა ბოლომდე შეასრულა სამწვრთნელო შტაბის დავალებები. ნაკრებმა თითოეულ შეხვედრაში დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის გუნდია. მათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს სათამაშო დისციპლინა. ყველა მატჩის დიდი ანგარიშით მოგებამ ცხადყო, რომ ჩვენი 19-წლამდელები მეტოქეებზე ერთი თავით მაღლა იყვნენ, რაც ორგანიზატორებმაც და რაგბის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებმაც აღნიშნეს. წინ უფრო რთული და მნიშვნელოვანი ტურნირია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ნაკრები წარმატებულად იასპარეზებს მსოფლიო ახალგაზრდულ ალაფაზე და გაიმარჯვებს”, - ნამატჩევს აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის სპორტულმა დირექტორმა ირაკლი აბუსერიძემ.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 

ლისაბონი. პორტუგალია. ფინალი

საქართველო - პორტუგალია 44:14 (20:7)

საქართველო: 15. რატი შანიძე (ირაკლი სვანიძე 44), 14. იოსებ კიკვაძე, 13. გიორგი კოშაძე, 12. ბადრი ლიპარტელიანი, 11. დავით გულიტაშვილი (ანზორ სიჭინავა 60), 10. რეზი ჯინჭველაშვილი (გიორგი ბაბუნაშვილი 63), 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ნიკა ნეფარიძე (თორნიკე მატარაძე 60), 2. ბადრი ალხაზაშვილი (გიორგი ტორაძე 56), 3. გიორგი მელიქიძე (ბექა კაკაბაძე 66), 4. თორნიკე ზოიძე (ბესიკ ბარბაქაძე 53), 5. ოთარ გიორგაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი (ბადრი დანგაძე 42), 7. დავით პაპავაძე, 8. ბექა გორგაძე.

6 ლელო: ალხაზაშვილი (1, 4), გორგაძე (2, 3), გიორგაძე, კიკვაძე

4 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი

2 ჯარიმა: ჯინჭველაშვილი

2 სინბინი: ლიპარტელიანი (28), ალხაზაშვილი (46)

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი