აშშ 2016 წელს მეექვსე თაობის გამანადგურებლებს დააფინანსებს
30 იანვარი, 2015
1036
print

კახა ფაჩუაშვილი

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იწყებს მეექვსე თაობის ავიაგამანადგურებლების დაფინანსებას 2016 წლიდან. ახალი თაობის გამანადგურებლები შეცვლის F-35 Lightning II-ს, რომელიც ქვეყანაში ამჟამად იქმნება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს განუცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამხედრო აღჭურვილობების შეძენის დარგში, ფრენკ კენდალმა. მისი თქმით, დაფინანსება გამოიყოფა პროტოტიპირებისა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისთვის.

რა თანხა იქნება გამოყოფილი ახალი მოდიფიკაციის თვითმფრინავების შესაქმნელად კენდელს არ დაუკონკრეტებია. მისი განცხადებით, გამანადგურებლები შეიქმნება ”ავიაკოსმოსური ინოვაციების ინიციატივების ფარგლებში”. ამან აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებს ჰაერში გარანტირებული უპირატესობა უნდა მიანიჭოს შესაძლო მეტოქესთან პაექრობაში. იმის მიუხედავად, რომ მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავები არსებობს ჩინეთის და რიგი სხვა ქვეყნების შეიარაღებაში.

როგორც F-35-ის შემთხვევაში იყო, მეექვსე თაობის გამანადგურებლების დაფინანსებაც აშშ-ის მოკავშირეთა ხელშეწყობით მოხდება. აშშ-ის 2016 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი, რომლის განხილვაც 2015 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება, 2 თებერვალს იქნება მზად. ახალი გამანადგურებლების პროექტის გარდა, პენტაგონი აპირებს დააფინანსოს  პერსპექტიული რეაქტიული ძრავის პროექტიც, პერსპექტიული საბრძოლო თვითმფრინავებისთვის.

ახალ პროექტზე საბაზო კვლევებს, ბოლო წლების განმავლობაში, პროექტების კვლევის სააგენტო (DARPA) ახორციელებს. აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების სამეთაურო შტაბში განაცხადეს, რომ ახალი გამანადგურებლები ქვეყნის შეიარაღებაში 2030 წლიდან გამოჩნდება. ამჟამად, სამხედროები  სწავლობენ ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს საბრძოლო თვითმფრინავებში.

ადრე სამხედროები აცხადებდნენ, რომ მეექვსე თაობის გამანადგურებელი შეიძლება იყოს ჰიპერბგერითი ოპციონალური პილოტირების სისტემით. ამასთან, საბრძოლო თვითმფრინავები  უნდა იყოს ნაკლებად შესამჩნევი და ზემანევრირების უნარით. ვარაუდობენ, რომ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკული კომპანიები Lockheed Martin და Boeing.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი, 2017 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს