ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
02 თებერვალი, 2015
543
print

”მანჩესტერ იუნაიტედის” და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველ ანხელ დი მარიას სახლს, რომელიც ჩეშირის საგრაფოში მდებარეობს,  მძარცველები მიადგნენ და გაქურდვას შეეცადნენ. ამის შესახებ Manchester Evening News იუწყება.

სამმა ნიღბიანმა შეამტვრია კარი, რომელიც შიდა ეზოში გადიოდა და ბინაში შეღწევა სცადა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სიგნალიზაცია ჩაირთო მძარცველებმა სასწრაფოდ დატოვეს ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის დი მარია ოჯახთან ერთად სახლში იმყოფებოდა.

დანაშაულის ადგილზე სასწარფოდ გამოცხადდნენ ”მანჩესტერ იუნაიტედის” უშიშროების სამსახურის წევრები. მათ დი მარიას ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც ისინი პოლიციელების მიერ სახლის დეტალურად დათვალიერებამდე დარჩნენ.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ”მანკუნიანელებმა” ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის საშინაო შეხვედრა გამართეს ”ლესტერთან”. თამაში მანჩესტერელთა გამარჯვებით - 3:1 დასრულდა. დი მარიამ კი მინდორზე 90 წუთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 15 შეხვედრაში დი მარიამ 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა განახორციელა.

.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას