რაგბი ევროპის ჩემპიონატი
02 თებერვალი, 2015
895
print

7 თებერვალს ”ბორჯღალოსნები” ტრადიციულ ტურნირში ჩაებმებიან. ოღონდ, ამჯერად ევროპის ერთა თასი ახალი სახელით, ”რაგბი ევროპის” ჩემპიონატი - წარსდგება გულშემატკივართა წინაშე. საქმე ის არის, რომ შარშან ფირა აერს, ევროპის რაგბის ასოციაციას, რაგბი ევროპა დაერქვა, ხოლო წელს ”ევროპის ერთა თასის” დრო დადგა - ამიერიდან მას რაგბი ევროპისჩემპიონატი/Rugby Europe Championship ეწოდება (შესაბამისად: რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1 A დივიზიონი 2015). როგორც რაგბი ევროპაში აცხადებენ, სახელის ცვლილება ბრენდის უკეთ წარმოჩენისკენ და უფრო ეფექტური საქმიანობისკენ გადადგულ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.

ამ სახელშეცვლილი ტურნირის პირველ შეხვედრას ”ბორჯღალოსნები” 7 თებერვალს ”ბ” დივიზიონიდან აღზევებული გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი ქალაქ ჰოიზენშტამში, ‘სპორტცენტრუმ’ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

ბელგიელების არ იყოს, სამწუხაროდ სატელევიზიო არხები ვერც გერმანელებმა დააინტერესეს. გერმანიის რაგბის კავშირის განცხადებით დაინტერესებული გერმანული ტელეარხის ნახვა ვერ მოხერხდა, ამიტომ გერმანია - საქართველოს მეოთხე დაპირისპირების ნახვა, რაგბის მოყვარულებს ინტერნეტ-სთრიმის საშუალებით შეეძლებათ: http://sportdeutschland.tv/rugby/live-rugby-europe-championship-2015-deutschland-vs-georgien

გერმანიის რაგბის კავშირმა მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, რომლის შეძენაც დაინტერესებულ პირებს ინტერნეტის საშუალებით შემდეგ ბმულზე ექნებათ: http://www.eventbrite.de/e/em-2015-im-european-nations-cup-division-1a-deutschland-georgien-tickets-15462037370

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ბორჯღალოსნების 27 კაციანი რაზმი (გერმანიის და პორტუგალიის წინააღმდეგ) 23 იანვარს გამოაქვეყნა, ხოლო 28-ე მოთამაშედ ნაკრებში ”არმაზელი” მურაზ გიორგაძე გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ მურაზ გიორგაძეს სანაკრებო დებიუტი 2014 წლის თბილისის თასზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა, ხოლო ”ბორჯღალოსნების” კვართი, ბოლოს მან 2014 წლის ნოემბრის ტესტებზე ირლანდიის წინააღმდეგ მოირგო.

სამწუხაროდ გერმანიასთან შეხვედრას გამოტოვებს მამუკა გორგოძე. ”გორგოძილა” გაფართოებულ შემადგენლობაში კი ფიგურირებდა, მაგრამ საფრანგეთის ტოპ-14 მე-17 ტურის მატჩში (“ტულონი” – “ბაიონი”) მამუკამ ფეხის კუნთი დაიზიანა და ნაკრებს გამოაკლდა. იმედია გორგოძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება და პორტუგალიასთან შეხვედრისთვის ის სრულ მზადყოფნაში იქნება.

გერმანიასთან მატჩისთვის შეკრება ”ბორჯღალოსნებმა” დღეიდან საფრანგეთის ქალაქ ტულუზას “ერნესტ ვალონის” ბაზაზე დაიწყეს. ხუთშაბათს კი გუნდი ჰოიზენშტამში გაემგზავრება.

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას