რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
03 თებერვალი, 2015
590
print

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები წარმატებით ასპარეზობს თურქეთის ქალაქ ქონიას საერთაშორისო ტურნირში. შეჯიბრებაში, სადაც ევროპის წამყვანი გუნდები მონაწილეობენ, ქართველმა კალათბურთელებმა მეორე გამარჯვება იზეიმეს.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი ”ბ” ჯგუფში: საფრანგეთის, ლიტვის, მონტენეგროს, ლატვიის და რუსეთის გუნდებთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ჯერ მონტენეგრო გაანადგურა - 72:53, შემდეგ კი საფრანგეთის წინააღმდეგ შეხვედრაში დამარცხდა. მესამე ტურში ქარტველმა ჭაბუკებმა რუს თანატოლებს აჯობეს - 71:66.

პირველი ტაიმის 6 ქულით მოგების შემდეგ მესამე მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 8 ქულის სხვაობით დათმო და შესაბამისად, 2 ქულით ჩამორჩა, მაგრამ გადამწყვეტ, ბოლო მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა თამაშის სასურველ რიტმში გადაყვანა მოახერხა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშანვია, რომ ამ შეხვედრაშიც თავი იჩინა ქართველთათვის აქილევსის ქუსლად ქცეულმა საჯარიმო ტყორცნებმა - 29 შესაძლებლობიდან ქართველმა ჭაბუკებმა მხოლოდ 14 გამოიყენეს.

ნიკოლოს ჩერქეზიშვილის გუნდში ყველაზე შედეგიანი, 19 ქულით გოგა ბითაძე იყო. ზაურ ჯანელიძის მონაგარი 16 ქულაა. აკაკი ფიფიას ანგარიშზე 15, ხოლო 10 ქულა გუნდს ნიკა ყირიმელმა შესძინა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ლიტვის წინააღმდეგ გამართავს. 

რუსეთისაქართველო 66:71 (14:13, 17:24, 20:12, 15:22)

საქართველო: ნიკა ყირიმელი (22:44 წ. 10 ქ. 5 მ.), ბერდია ქავთარაძე (17:29 წ. 5 ქ.3 პ.), ნიკა ჩეჩელაშვილი (08:42 წ. 1 ქ.), ვლადიმერ ალავიძე (30:13 წ. 5 ქ.), გოგა ბითაძე (33:18 წ. 19 ქ. 14 მ. 3 დ.), ლევან თავხელიძე (10:12 წ. 5 მ.), ვახტანგ გაფრინდაშვილი (10:29 წ.), ზაურ ჯანელიძე (32:57 წ. 16 ქ. 4 მ.), აკაკი ფიფია (33:56 წ. 15 ქ. 3 მ.).

საფრანგეთი             3          3          0          201:132           6

ლიტვა                      3          2          1          225:174           5

საქართველო            3          2          1          176:198           5

მონტენეგრო            3          1          2          210:244           4

ლატვია                    3          1          2          163:213           4

რუსეთი                   3          0          3          226:240           3

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას