საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015
522
print

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ კონიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე რუსეთი დაამარცხა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჩრდილოელ მეტოქეს 71:66 სძლია და „ბ“ ჯგუფში, სადაც საქართველოსა და რუსეთთან ერთად საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია და მონტენეგრო არიან თავმოყრილნი, ლიტვასთან საპატიო მეორე ადგილს იყოფს. საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე გამარჯვებაა - პირველ ტურში ქართველებმა მონტენეგროს 72:53 სძლიეს, რის შემდეგაც საფრანგეთთან დიდი სხვაობით წააგეს.

i>რუსეთთან მატჩის შემდეგ თურქეთში დავუკავშირდით საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ნიკოლო ჩერქეზიშვილს...

-რუსეთთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი და გასახარი იყო, თუმცა შეიძლებოდა, კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოგვეგო. ჩვენს ნაკრებს გუშინ საფრანგეთთან რთული მატჩი ჰქონდა. ვერ ვიტყვი, ფრანგებს გადაზრდილი მოთამაშეები ჰყავსო, მაგრამ თუკი ის ბიჭები, რომლებსაც გუშინ ვეთამაშეთ, მართლა 15-16 წლისანი არიან, ბრაქალა მათ. გუშინ ჩვენ ჩამოყალიბებული, თითქმის ზრდასრული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებულ გუნდს ვეთამაშეთ და საქართველოს ნაკრების წევრები ძალიან გადაიღალნენ. გოგა ბითაძემ მუხლი იტკინა და გადავრჩით, რომ სერიოზული ტრავმა არ მიიღო.

- ბითაძემ რუსეთთან ითამაშა და საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა...

- მას საფრანგეთთან მატჩში მუხლი ეტკინა და ბოლომდე მწყობრში არ ჩამდგარა. რუსებთან მან კარგად ითამაშა, თუმცა გამორჩევა არავისი მინდა. რუსეთთან მატჩით მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, მაგრამ გული მწყდება, რომ უფრო შთამბეჭდავი გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ და რუსებს მხოლოდ 5-ქულიანი მარცხი ვაკმარეთ.

- შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის?

- შედეგიც საჭიროა, თუმცა მნიშვნელოვანი ის გამოცდილებაა, რომელსაც ჩვენი ნაკრები ამ უძლიერეს ტურნირში იღებს. თუ ღმერთმა ქნა და ხვალ ლიტვას მოვუგეთ, ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი მოგვეცემა და მერე უკვე მართლაც სხვა სიმაღლეზე ავალთ. არადა, ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდს შორის თუ ვერ მოვხვდით, ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება და მატჩებს მაინც საკმარისად ჩავატარებთ. 5 დღეში 5 შეხვედრა უნდა გავმართოთ და ეს ძალიან დიდი გამოცდილების მომტანი იქნება.

gbf.ge

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი
20 დეკემბერი, 2013 და­ი­ძი­ნე, თო­რემ ჯი­ნო­ბი­ლი მო­ვა