ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
04 თებერვალი, 2015
450
print

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა კონიას საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა საწყისი 3 მატჩიდან 2 მოიგო და მორიგ ტურში ლიტვას შეხვდა, თუმცა დიდსხვაობიანი მარცხი იწვნია და ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვედრის შანსი დაკარგა.

ქართველმა 16-წლამდელებმა ლიტველებს პირველ მეოთხედში ღირსეული ბრძოლა გაუმართეს და 10-წუთეული 13:19 დათმეს, თუმცა მეორე პერიოდიდან ბალტიისპირელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე უკვე 16 ქულით იგებდნენ - 42:26.

მეორე ტაიმში ლიტველებმა კიდევ უფრო განიმტკიცეს ლიდერობა და საბოლოოდ, დიდი სხვაობით - 100:53 იმარჯვეს. ბალტიისპირელებს 18 ქულით და 10 მოხსნით გრანტას ვასილიუსკასმა ულიდერა. საქართველოს ნაკრებში 16 ქულით საუკეთესო ნიკა ჩეჩელაშვილი გახლდათ, გოგა ბითაძემ კი 12 მიითვალა.

ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები ლატვიასთან გამართავს, რომელთან ერთადაც ამ მომენტისთვის მე-3 ადგილს იყოფს. ამ მატჩის გამარჯვებული ჯგუფში მე-3 ადგილს დაიკავებს და ბრძოლას მეორე ჯგუფის III-IV გუნდებთან ერთად ტურნირზე V-VIII ადგილების დასაკავებლად გააგრძელებს.

gbf.ge

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი
20 დეკემბერი, 2013 და­ი­ძი­ნე, თო­რემ ჯი­ნო­ბი­ლი მო­ვა