დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
04 თებერვალი, 2015
993
print

იაპონიის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც ბრალი ედება თაღლითობის გზით სექსუალურ ძალადობასა და 100-ზე მეტი ქალის გაუპატიურებაში. ამის შესახებ Agence France-Presse იუწყება.

გამომძიებლების თქმით, 54 წლის ჰიდეიუკი ნოგუჩი აქვეყნებდა სარეკლამო განცხადებებს, სადაც ამბობდა, რომ ეძებს მოხალისეს ”კლინიკური კვლევისთვის, ძილის დროს არტერიული წნევის გასაზომად”.

ორი წლის განმავლობაში მას 14-დან 40-წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ქალბატონი გამოეხმაურა. თაღლითს თავისი მსხვერპლი ან სასტუმროში მიჰყავდა, ან კურორტებზე ცხელი წყაროებით. აქ ნოგუჩი ქალბატონებს დამამშვიდებელ, საძილე პრეპარატებს ასმევდა, როცა მსხვერპლი იძინებდა, ნოგუჩი მას აუპატიურებდა და ამ პროცესს ვიდეოკამერაზე აფიქსირებდა.

მიღებულ კადრებს მოძალადე პორნოფილმების მწარმოებლებზე ასაღებდა ან პირდაპირ ინტერნეტ-მომხმარებლებზე ჰყიდდა. გამომძიებელთა ინფორმაციით, ამ საქმეში ნოგუჩიმ 10 მილიონ იენზე მეტი (85 ათასი დოლარი) გამოიმუშავა. ამჟამად დადგენილია 39 მსხვერპლის ვინაობა. დანარჩენს გამოძიება ეძებს.

იაპონია პორნოფილმების მსხვილი მწარმოებელია. თუმცა, ეს ბიზნესი ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალულია. ამ კანონის აღსრულებას თვალყურს ადევნებენ მოხალისე საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

ასეა თუ ისე, იაპონია არის ლიდერი აზიაში პორნოფილმების წარმოების კუთხით. ამ ქვეყანაში საშუალოდ წელიწადში 35 ათასი ფილმი გამოდის. ეს მაჩვენებელი კი ბევრად დიდია რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა
24 მარტი, 2014 გიორგი ბარამიძე: “ასეთი მკაცრი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, არ მახსენდება”