16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
05 თებერვალი, 2015
411
print

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა კონიას საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფის ბოლო მატჩი ლატვიასთან წააგო და ამ გუნდს მე-3 დგილი დაუთმო.  ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდი - საფრანგეთი და ლიტვა ნახევარფინალში გავიდა, საქართველო და ლატვია კი მეორე ჯგუფის III და IV ადგილოსნებთან ერთად ამ წარმომადგენლობითი ტურნირის V-VIII ადგილებისთვის იბრძოლებს.

ქართველებმა ლატვიასთან 49:66 წააგეს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა ტემპს ვერ გაუძლო და ბოლო მეოთხედში დათმო შეხვედრა, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და ძნელი სათქმელი იყო, რომელ გუნდს დარჩებოდა გამარჯვება.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი აკაკი ფიფიამ დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. 11 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გოგა ბითაძის ანგარიშზეა. ნიკა ჩეჩელაშვილმა 12 ქულა დააგროვა. 12 მოხსნა და 4 ქულა მიითვალა ზაურ ჯანელიძემ.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 2 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა და ტურნირზე ასპარეზობას V-VIII ადგილებისთვის ბრძოლით განაგრძობს. დღეს, 5 თებერვალს, ჩერქეზიშვილის გუნდი „ა“ ჯგუფში მე-3 ადგილზე გასულ ბოსნიას შეხვდება. მეორე წყვილში ლატვია და ჩინეთი ითამაშებენ. ამ წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს მე-5 ადგილისთვის მატჩში შეხვდებიან, ხოლო წაგებულები მე-7 ადგილისთვის  იბრძოლებენ.

gbf.ge

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი
20 დეკემბერი, 2013 და­ი­ძი­ნე, თო­რემ ჯი­ნო­ბი­ლი მო­ვა