ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
05 თებერვალი, 2015
546
print

ბორჯღალოსნები  გერმანიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზადებას ტულუზაში, “ერნესტ ვალონზე” გადიან. საქართველოს ნაკრები სამწვრთნელო შეკრებას გუშინ შეუდგა.  ჩვენი გუნდი საფრანგეთში კიდევ ორ დღეს დაჰყოფს. ხუთშაბათს საღამოს კი, ჰოიზენშტამში გაემგზავრება.

რაგბი ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის (ყოფილი ევროპის ერთა თასი) მატჩი გერმანიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის 7 თებერვალს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მისი ნახვა სთრიმის მეშვეობით შემდეგ ბმულზე იქნება შესაძლებელი >>>http://sportdeutschland.tv/rugby/live-rugby-europe-championship-2015-deutschland-vs-georgien

შეკრებაზე ბასილაიას და ასიეშვილს უხმეს

კვირის დასაწყისში მამუკა გორგოძის ტრავმის ამბავი გავრცელდა. სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ მას მარცხენა ფეხზე უკანა კუნთი გაუწყდა, რასაც სამ კვირიანი რეაბილიტაცია სჭირდება.  როგორც თავად მამუკამ განაცხადა, ტრავმა ნაკლებად სერიოზული ხასიათისაა და იგი მალე ჩადგება მწყობრში. ამავდროულად გაფართოებულ შემადგენლობაში სამწვრთნელო შტაბმა დიმიტრი ბასილაია და კარლენ ასიეშვილი გამოიძახა.

rugby.ge

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას