”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015
902
print

რაგბი ევროპის ჩემპიონატის (სახელცვლილი ევროპის ერთა თასი) 2015 წლის გათამაშების სტარტამდე ორი დღე რჩება. 7 თებერვალს საქართველოს ნაკრებს, B დივიზიონიდან ამოსული, გერმანიის ეროვნული ნაკრები გუნდი, ჰოიზენშტამში უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მისი ნახვა სთრიმის მეშვეობით შემდეგ ბმულზე იქნება შესაძლებელი >>>http://sportdeutschland.tv/rugby/live-rugby-europe-championship-2015-deutschland-vs-georgien

 იქამდე ჩვენი გუნდი მოსამზადებლად ტულუზაში შეიკრიბა. ბორჯღალოსნებმა ”ერნესტ ვალონზე” დღეს ბოლო ვარჯიშები გამართეს და რამდენიმე საათში გერმანიაში გასამგზავრებლად აეროპორტს მიაშურებენ.

 მატჩამდე კი, 48 საათზე ნაკლები დრო რჩება, რაც ტრადიციულად ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობის დასახელების დროა.

უტანტები და დაბრუნებულები

 ჰეიგმა სასტარტოში ადგილები ორ დებიუტანტს - ბოლნისის ”ყოჩების” გარემარბ ალექსანდრე ხუციშვილსა და თბილისის ‘არმაზის’ 9 ნომერ ვასილ ლობჟანიძეს ანდო; ხანგრძლივი სანაკრებო პაუზის შემდეგ მეორე ხაზში ვახტანგ მაისურაძე დგასკლუბში კვაჭად მრავალგზის გამოცდილ ზურაბ ჟვანიას ნაკრებში ამ პოზიციაზე პირველად ვიხილავთ; მოკეთდნენ და სასტარტოს დაუბრუნდნენ დათო ზირაქაშვილი და შალვა სუთიაშვილი.

"მწვრთნელებმა გამოცდილი და ახალბედა მოთამაშეების ნაზავი გუნდი შევარჩიეთ. მოუთმენლად ველით მათ ერთობლივ თამაშს.“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

მან ასევე დასძინა შემდეგი: „საფრანგეთში მზადების პროცესი ცოტათი თოვლმა შეგვიფერხა, მაგრამ შაბათს გერმანიის ნაკრების მიმართ სწორი მიდგომით დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვითამაშებთ.

„გერმანიის ნაკრები წელს ამოვიდა დივიზიონში და შესაბამისად საკმაოდ თავდაჯერებული გუნდია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ბოლოს იმ დროისთვის მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფი, იაპონიის ნაკრები დავამარცხეთ და არც ჩვენ ვიქნებით ნაკლებად თავდაჯერებულნი“

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2015, I ტურიგერმანია - საქართველო 07/02/15, 17:00

ბოჯღალოსნების შემადგენლობა (შენიშვნა - კაპიტანი ხვალ, 6 თებერვალს დასახელდება):

შერკინება

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ზურა ჟვანია, 3. დათო ზირაქაშვილი, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ბექა ბიწაძე

ღერძი

9. ვასილ ლობჟანიძე, 10. ლაშა ხმალაძე

ხაზი

11. ალექსანდრე ხუციშვილი, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. სანდრო თოდუა, 15. გიორგი აფციაური

მარქაფა

16. შალვა მამუკაშვილი, 17. ლევან ჩილაჩავა, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. დიმიტრი ბასილაია, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე

rugby.ge

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას