რუმინეთი მოგვიახლოვდა
10 თებერვალი, 2015
560
print

გასული უიკ-ენდის შედეგების გათვალისწინებით, მსოფლიო რაგბიმ ყოფილი (IRB) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები კვლავ მე-15 ადგილს ინარჩუნებს, თუმცა მას რუმინეთი მიუახლოვდა, რომელმაც გასულ უქმეებზე ლისაბონში პორტუგალია გაანადგურა და გვარიანი ქულათა მარაგიც გამოიმუშავა.

რაც შეეხება ბორჯღალოსნებს, ჩვენებმა გერმანიის ეროვნულ გუნდს 10 ლელო კი გაუტანეს, მაგრამ ქულები მაინც ვერ მიიღეს, რადგან გერმანია ისედაც ძალიან ჩამოგვრჩება და მისი დამარცხება დიდად არ დაგვიფასეს. არ დაგვიფასებენ პორტუგალიასთან გამარჯვებასაც, რადგან გერმანიის არ იყოს, ისიც გვარიანად ჩამოგვრჩება. რეიტინგის ზედა ნაწილში მაინცდამაინც დიდი ცვლილებები არ მომხდარა. უბრალოდ მე-3 მე-4 ადგილები გაცვალეს ინგლისმა და ირლანდიამ. ირლანდიას იგივე დაემართა, რაც ჩვენ. იტალია კი დასცა აპენინებზე, მაგრამ რაკი 6 ერის ჩემპიონი მეტოქეს ბევრად აღემატება, სარეიტინგო ქულები არც მას დაურიცხეს. ინგლისელებმა კი კარდიფში, ”მილენიუმზე” უელსი დასცეს და მსოფლიო რეიტინგის მესამე საფეხურზე ირლანდია შეავიწროვეს.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას ბორჯღალოსნები შაბათს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება. დღეს ჩვენი გუნდი ”შევარდენის” სარაგბო ბაზაზე ღია ვარჯიშს გამართავს.

(1). ახალი ზელანდია 93,70

(2). სამხრეთ აფრიკა 88,23

(4). ინგლისი 85,83

(3). ირლანდია 85,48

(5). ავსტრალია 82,95

(6). უელსი 80,66

(7). საფრანგეთი 80,27

(9). არგენტინა 78,23

(8). შოტლანდია 78,16

(10). სამოა 75,39

(11). იაპონია 74,70

(12). ფიჯი 74,57

(13). ტონგა 74,12

(14). იტალია 71,19

(15). საქართველო 70,76

(17). რუმინეთი 68,00

(16). აშშ 67,61

(18). კანადა 66,83

(20). ურუგვაი 63,58

(19). რუსეთი 62,55

(21). ესპანეთი 62,22

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას