დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
11 თებერვალი, 2015
604
print

რაგბი ევროპის ჩემპიონატი თანდათან ხურდება. მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას მასპინძლობს. პორტუგალიელებმა ლისაბონში რუმინეთთან მწარე მარცხი იწვნიეს - 37:10 და საქართველოში, როგორც თავად აცხადებენ, კარგი თამაშის საჩვენებლად ჩამოდიან.

რაც შეეხება ბორჯღალოსნებს, ჩვენი გუნდი ამ მატჩისთვის ინტენსიურად ემზადება.

გუშინ მილტონ ჰეიგის გუნდმა ”შევარდენის” სარაგბო ბაზაზე ღია ვარჯიში ჩაატარა და მორაგბეებმაც გვარიანი ოფლი ღვარეს. ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა. ვახტანგ მაისურაძის ნაცვლად, რომელმაც ტვინის შერყევა მიიღო, ლევან დათუნაშვილი გამოიძახეს. ვარჯიშის შემდეგ კომენტარები  ალექსანდრე ხუციშვილმა და შალვა სუთიაშვილმა გააკეთეს.

ალექსანდრე ხუციშვილი: ”თუ პორტუგალიასთან ვითამაშებ, ეს ჩემი პირველი საშინაო მატჩი იქნება ნაკრების შემადგენლობაში. საკუთარ კედლებში თამაში მაინც სულ სხვაა და ბუნებრივია, შევეცდებით მწვრთნელის დავალებები ზედმიწევნით ზუსტად შევასრულოთ. აღმოვფხვრათ შეცდომები და ჩვენი პლუსები უკეთ წარმოვაჩინოთ”.

შალვა სუთიაშვილი: ”ამ ტურნირში ყველა მატჩი დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ, რათა დავამტკიცოთ, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეგვიძლია. ამისთვის გუნდი მუშაობს იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებმაც წინა შეხვედრაში იჩინა თავი. გულშემატკივრებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. მათ გაგვანებივრეს მხარდაჭერით. გერმანიაში 2 ათასამდე  ჩვენი თანამემამულე გვქომაგობდა. იმედი მაქვს თბილისში უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება”.

ამასობაში, ამბიციური განცხადებები გააკეთა რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ხარალამბი დუმიტრაშმა. მისი თქმით, წლევანდელ ტურნირს რუმინეთის ნაკრები მოიგებს. დუმიტრაში აგრეთვე არ მალავს, რომ შორს არ არის ის დრო, როცა ექვსი ერი  რუმინეთისა და საქართველოს ხარჯზე გაფართოვდება და რვა ერად გარდაიქმნება.

“მინდა, გულშემატკივარი დავაიმედო. ვფიქრობ, გადამწყვეტ მატჩში, რომელიც ბუქარესტში შედგება, საქართველოს დავამარცხებთ. მჯერა, რომ ექვსი ერი უახლოეს პერიოდში საქართველოსა და რუმინეთის ხარჯზე გარდაიქმნება და რვა ერად გადაიქცევა, ეს რეალობაა და არა – სიზმარი - აცხადებს რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი”.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას