„შევარდენის“ რაგბის სანაკრებო ბაზაზე სპორტული მედიცინის კლინიკა გაიხსნა
11 თებერვალი, 2015
523
print

„შევარდენის" რაგბის სანაკრებო ბაზაზე  სპორტული მედიცინის კლინიკა გაიხსნა, რომელიც ტრავმების მკურნალობის განსხვავებული მიდგომითა და სარეაბილიტაციო მეთოდით სრულიად ახალი წამოწყებაა საქართველოში. სპეციალური მოწვევით კლინიკაში ბრიტანელი ოსტეოპათი ედ ბარი იმუშავებს, რომელსაც ძვალ-კუნთოვანი დაავადებების მკურნალობისა და რებილიტაციის უდიდესი  გამოცდილება აქვს.

11 თებერვალს კლინიკის პრეზენტაცია და პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც მედიასთან კლინიკის დამფუძნებელმა - ნონო ანდღულაძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და ბრიტანელმა ედ ბარმა ისაუბრეს.

პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები - მერაბ კვირიკაშვილი, ლაშა ხმალაძე, დავით კაჭარავა, მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, რაგბის კავშირისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, ცნობილი ფეხბურთელი არჩილ არველაძე, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი კიკ ბოქსინგში გიგა ჭიკაძე, ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ასათიანი და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.      

ოსტეოპათია გამოიყენება სპორტის ან ყოველდღიური აქტივობების შედეგად მიღებული ტრავმების სამკურნალოდ. მეთოდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ექიმი ხელით ახორციელებს პათოლოგიური პროცესის ლოკალურ დიაგნოსტიკას, რბილი და სრულიად უმტკივნეულო მანიპულაციებით ხსნის დისფუნქციას და დაზიანებულ ორგანოში სწრაფადვე აღადგენს სისხლის ნორმალურ მიწოდებას, რაც პირველივე პროცედურაზე ხსნის ტკივილის შეგრძნებას. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ განმერებითი ტრავმების თავიდან აცილების მიზნით.

2015 წელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მეოთხედ იღებს მონაწილეობას რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში. მორაგბეების ჯანმრთელობის აღდგენაზე სწორედ სპორტული მედიცინის კლინიკის ოსტეოპათი ედ ბარი იზრუნებს. სპორტული მედიცინის კლინიკა მორაგბეებთან და სხვა სპორტსმენებთან ერთად რიგით მოქალაქეებსაც მოემსახურება.

მისამართი: ბოგდან ხმელნიცკის 40
საკონტაქტო პირი: ნოდარ ანდღულაძე 591911313

სამინისტროს პრესსამსახური

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას