სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
12 თებერვალი, 2015
586
print

შაბათს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას დაუხვდება. მილტონ ჰეიგის გუნდი ამ მატჩისთვის მზადებას ”შევარდენის” სარაგბო ბაზაზე ორშაბათიდან შეუდგა.

გაფართოებულ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. ტრავმირებული ვახტანგ მაისურაძე ლევან დათუნაშვილმა შეცვალა. ამას გარდა. შაბათს გუნდს ვერც დავით ქუბრიაშვილი და ვასილ კაკოვინი დაეხმარებიან. ქუბრიაშვილმა კუნთი დაიზიანა, კაკოვინს კი მუხლის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და ორივე მორაგბის სარეაბილიტაციო პერიოდი 3 კვირას მოითხოვს.

ტრადიციის მიხედვით, თამაშის დაწყებამდე 48 საათით ადრე მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ამასთან მატჩის წინ მცირე კომენტარიც გააკეთა.

მილტონ ჰეიგი: ”მოუთმენლად ველი 2015 წლის პირველ საშინაო შეხვედრას. პორტუგალია რთული მეტოქეა, ამიტომ იოლი გასეირნება არ გვექნება. ვფიქრობ, რომ ბოლო შეხვედრის შემდეგ თამაში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. იმის მიუხედავად, რომ წინა მატჩის სასტარტო შემადგენლობაში 11 ცვლილება განვახორციელეთ, მაინც მოვახერხეთ ძლიერი შემადგენლობის შეკრება. ეს ნიშნავს, რომ ყოველ პოზიციაზე კონკურენცია გაიზარდა და რამდენიმე მოთამაშეს შორის შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ. რაც იმაზე მეტყველებს, რომ 3 წლის წინათ წამოწყებული გეგმა, თანდათან შედეგს გვაძლევს”.

ბოჯღალოსნების შემადგენლობა:

ხაზი

15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. მურაზ გიორგაძე, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე

შეკრინება

1. კარლენ ასიეშვილი, 2. ზურაბ ჟვანია, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. დიმიტრი ბასილაია, 7. შალვა სუთიაშვილი (კაპ), 8. ლაშა ლომიძე

მარქაფა

16. შალვა მამუკაშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დავით ზირაქაშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი აფციაური.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას