”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
17 თებერვალი, 2015
536
print

კატალონიური ”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ კონტრაქტი გააფორმა სატელევიზიო კომპანია Telefonica-თან. კონტრაქტის მიხედვით, ტელეკომპანია გადასცემს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებს ”ბარსელონას” მონაწილეობით. ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

ხელშეკრულება მთელი მომავალი სეზონის განმავლობაში იმოქმედებს. 2016-2017 წლის სეზონიდან კი ესპანეთში იკრძალება კლუბების პირადი უფლება გაყიდონ ტრანსლაციები ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებზე. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ხელშეკრულების თანხხა 140 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში სატელევიზიო ტრანსლაციებიდან ”ბარსელონამ” დაახლოებით იგივე თანხა გამოიმუშავა, რაც მადრიდის ”რეალმა”.

შედარებისთვის ვიტყვით, რომ ცოტა ხნით ადრე, ინგლისური პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ გააფორმა სარეკორდო კონტრაქტი პრემიერლიგის მატჩების ტრანსლირებაზე. კონტრაქტის თანხა სამი სეზონის განმავლობაში 5.136 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ითვალისწინებს.

kaxa fachuashvili
ტეგები
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას