ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015
561
print

ლვოვში, ”შახტარსა” და ”ბაიერნს” შორის დაფიქსირებული ნულოვანი ფრე, მიუნხენელთა ესპანელ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას აიძულებს განმეორებით შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებაზე იფიქროს. ამ მერვედფინალის დასრულების შემდეგ მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს.

მირჩა ლუჩესკუ  - ”შახტარის” მთავარი მწვრთნელი:

”კმაყოფილი ვარ თამაშით და იმით, რომ ყველა კმაყოფილია. ჩვენ 2 თვე არ გვითამაშია, მაგრამ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. კიდევ გვაქვს შანსი. ”ბაიერნი” კარგი გუნდია, ხარისხიანი, ორგანიზებული. ისინი ჩვენთან ”ჰამბურგზე” – 8:0 გამარჯვების შემდეგ ჩამოვიდნენ - ამან გვაიძულა დაცვაში მაქსიმალურად კონცენტრირებული ვყოფილიყავით და შეტევისთვის ყურადღება მიგვექცია.

სამწუხაროდ, როცა მინდორზე მეტნი დავრჩით, ვერ მოვახერხეთ მეტოქისთვის ჩვენი თამაში მოგვეხვია თავს. გვეკონტროლებინა ბურთი და მოგვეტყუებინა მოწინააღმდეგე. კერძოდ, რამდენიმე შეცდომა იაროსლავ რაკიტსკიმ დაუშვა. ჩვენ შორს ვართ იდეალური ფორმისგან. ეს პრობლემაა, რომელიც უნდა გავაანალიზოთ და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ.

”ბაიერნს” საკუთარი სტილი აქვს და ამ სტილს არცერთი შემადგენლობისთვის არ ცვლის. მთავარია, რომ შევძელით მათი შემტევების განეიტრალება. გავიმეორებ იმას, რაც მატჩამდეც ვთქვი. მიმაჩნია, რომ თუ ”ბაიერნი” დაგვამარცხებს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა. ”შახტარმა” წელს პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. ”ბაიერნმა” კი გერმანიის ჩემპიონატში რამდენიმე მატჩი ითამაშა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი საყრდენების საერთო ასაკი 40 წელია, მაშინ, როცა ხაბი ალონსო და ბასტიან შვაინშტაიგერი ერთად 63 წლისანი არიან. წარმოიდგინეთ, სხვაობა 23 წელია. ეს საოცარია.”

ხოსეპ გვარდიოლა - ”ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი:

”კარგი თამაში გამოვიდა. ჩვენ რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით და მეტოქეს არ მივეცით საშუალება ჩვენს კარს დამუქრებოდა. გავანეიტრალეთ ტეიშეირა, ტაისონი, დუგლას კოსტა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ტომას მიულერს და არიენ რობენს რომ თავიანთი მომენტები გამოეყენებინათ, გამარჯვებაც შეგვეძლო. ახლა კი მიუნხენში უნდა მოვიგოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

კარგად მახსოვს ის ”შახტარი”, რომელსაც ”ბარსელონას” მწვრთნელობისას შევხვედრივარ. ფეხბურთელები შეიცვალნენ, მაგრამ თამაშის სტილი იგივე დარჩა. მაშინ თამაშობდნენ - ფერნანდინიო, ბრანდაო, ჟადსონი, ჩიგრინსკი. ამჟამად, ”შახტარს” სხვა შემსრულებლები ჰყავს, მაგრამ ასევე ძლიერი. ჩვენთვის მთავარია გავაანალიზოთ დღევანდელი მატჩი და განმეორებითი შეხვედრის წინ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ.”

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას