ესპანური სამზადისი
19 თებერვალი, 2015
488
print

კვირა–ნახევარში, 28 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის 2015 წლის გათამაშების მესამე ტურში ესპანეთს მადრიდში ესტუმრება. მატჩი უნივერსიტეტის სტადიონზე თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. ბორჯღალოსნებმა პირველი ორი მატჩი მოიგეს, მაგრამ გათამაშების ცხრილში პირველი ადგილი რუმინეთს დაუთმეს ერთი ქულით, რადგან მუხებმა ესპანეთი ბონუსით დაამარცხეს.

რაზმის განახლებები

ჩვენი ნაკრები კვირას ბარსელონაში გაემგზავრება, სადაც მატჩამდე 5-დღიან შეკრებას გაივლის. სამწვრთნელო შტაბმა რაზმში დამატებით ორ მოთამაშეს უხმო: სიმონ მაისურაძე და ანტონ ფეიქრიშვილი ტრავმირებულების – შალვა მამუკაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის ნაცვლად გამოიძახეს. გარდა ამისა, რაზმში უხმეს ვაჟა ხუციშვილსაც, რომელმაც პირველი ორი შეხვედრა ფეხის კუნთის მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.

“სწორედ ტრავმის გამო ვერ მოხერხდა თავიდან ხუციშვილის გამოძახება, რამაც ვასილ ლობჟანიძის საქმეში ნახვის შესაძლებლობა მოგვცა. მოგეხსენებათ, ვაჟამ კარგად ითამაშა იაპონიის წინააღმდეგ და ამჯერად კიდევ ერთი შანსი ეძლევა თავის გამოსაჩენად. ესპანეთის მატჩის შემდეგ ფაქტიურად სამივე 9 ნომერი ნანახი გვეყოლება და მეტ-ნაკლებად შეგვექმნება წარმოდგენა იმაზე, თუ რომელ ორს დავუძახებთ გათამაშების ბოლო ორ შეხვედრაში“ – განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

გასვლაზე რთულ მეტოქესთან

“ესპანეთთან ყოველთვის რთულია თამაში. ჩემი მწვრთნელობის დროს აგერ უკვე ორჯერ ვესტუმრეთ და როგორც გახსოვთ, პირველი შეხვედრა დავთმეთ, ბოლო ჩასვლაზე კი მხოლოდ მეორე ტაიმში შევძელით გამარჯვების მოპოვება. აქედან გამომდინარე, მადრიდში ადვილი თამაში არ გველის. მიუხედავად ყველაფრისა, მათ უნდა ვაჯობოთ. ასეთ მოწინააღმდეგესთან აუცილებლად უმაღლეს დონეზე უნდა გამოვიყენოთ ჩვენი უნარები და თუ ამას შევასრულებთ, ანგარიში თავისთავად გაიზრდება.

“ესპანეთის ნაკრებს ტრადიციულად ძლიერი ხაზის მოთამაშეები ჰყავს. ამავდროულად ჩვენმა ხაზმაც გააუმჯობესა თამაში, მაგრამ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი ამ ასპექტში – განსაკუთრებით ის ბოლო პასები, რომლებსაც ლელო უნდა მოჰყვეს. საბედნიეროდ, გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც ეს სისტემა კარგად ესმით.

“გერმანიასთან გამართულმა თამაშმა გვანახა, თუ რამდენად კარგად შეგვეძლო კონტრ–შეტევის განხორციელება. პორტუგალიასთანაც ვუტევდით, მაგრამ დაგვირგვინება არ გამოგვდიოდა. მწვრთნელები განვაგრძობთ ამ კუთხით მუშაობას და ვეცდებით, რომ ბოლო ფაზაში გუნდმა უკეთესად ითამაშოს.”

ტრავმირებული მოთამაშეები

პორტუგალიასთან შალვა მამუკაშვილმა მუხლი დაიზიანა. მას წუხელ მენისკის ოპერაცია გაუკეთეს და ვარჯიშის დაწყება სავარაუდოდ ორ–სამ თვეში შეეძლება. 

სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, რაგბი ევროპის წლევანდელი გათამაშების დარჩენილ თამაშებში ნაკრებს სავარაუდოდ ვასილ კაკოვინიდავით ქუბრიაშვილი და მამუკა გორგოძე დაუბრუნდებიან, ხოლო ჯაბა ბრეგვაძევიტო კოლელიშვილითედორე ზიბზიბაძედავით ხინჩაგიშვილი და ვახტანგ მაისურაძე ტურნირის ბოლომდე ვეღარ მოახერხებენ გუნდის დახმარებას.

 

უკანა ხაზი [ბექები]

 

15

მერაბ კვირიკაშვილი

მონლიუსონ [სფრ ფედ 1]

1983

81

12ლ 103გ 106ჯ 3ა [593ქ]

15

გიორგი აფციაური

ქუთაისის აია [საქ]

1994

3

:

14/11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ]

1987

46

5ლ 

14/11

მურაზ გიორგაძე

არმაზი [საქ]

1994

4

14/11

ალექსანდრე ხუციშვილი

ბოლნისის ყოჩები [საქ]

1992

1

13/12

დავით კაჭარავა

ენისეი კრასნოიარსკ [რუს]

1985

78

15ლ [4 კაპ] 

13/12

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

30

7ლ [1 კაპ]

13/12

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ პრო დ2]

1993

23

4ლ

10

ლაშა მალაღურაძე

ბანიერ [სფრ ფედ 1]

1986

53

3ლ 27გ 20ჯ 3ა [138ქ] 

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ]

1988

36

5ლ 4გ [33ქ]

9

ვაჟა ხუციშვილი

რუსთავის ხარები [საქ]

1993

14

:

9

ვასილ ლობჟანიძე

არმაზი [საქ]

1996

2

:

 

შერკინება [ფორვარდები]

 

2

სიმონ მაისურაძე

ვალანს [სფრ ფედ 1]

1986

28

 

2

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

15

5ლ 

1/3

დავით ზირაქაშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1983

46

 9ლ [1 კაპ] 

1/3

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

23

1/3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1991

20

3ლ

1/3

ანტონ ფეიქრიშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

12

 

1/3

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

7

:

4/5

გიორგი ჩხაიძე

ლილ [სფრ ფედ 1]

1981

79

10ლ [1 კაპ] 

4/5

ლევან დათუნაშვილი

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1983

64

3ლ 

4/5

გიორგი ნემსაძე

ტარბ [სფრ პრო დ2]

1984

46

9ლ

4/5

კოტე მიქაუტაძე

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1991

28

ლ 

6/7/8

შალვა სუთიაშვილი

მასი [სფრ პრო დ2]

1984

45

 ლ [4 კაპ] 

6/7/8

დიმიტრი ბასილაია

პერპინიონ [სფრ პრო დ2]

1985

38

6ლ 

6/7/8

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ]

1991

18

ლ 

6/7/8

ბექა ბიწაძე

ლოკომოტივი [საქ]

1991

10

3ლ

6/7/8

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

7

 

სამწვრთნელო შტაბი

 

 

მილთონ ჰეიგ

მთავარი მწვრთნელი

[ზელ]

 

 

 

ილია მაისურაძე

მწვრთნელი

 

 

 

 

ილია ზედგინიძე

მწვრთნელი

 

 

 

 

ირაკლი მაჩხანელი

მწვრთნელი

 

 

 

 

მაიქლ ბრედლი

მწვრთნელი

[ირლ]

 

 

 

დიდიე ბეს

მწვრთნელი

[სფრ]

 

 

 

ვასილ აბაშიძე

მენეჯერი

 

 

 

rugby.ge

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი
21 იანვარი, 2015 ”ლილის” ქართველი დამრიგებელი: ”გუნდზე, რომელმაც სამოას და იაპონიას მოუგო, უკვე დროა სხვა ტონით ილაპარაკო”