კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
19 თებერვალი, 2015
583
print

გელზენკირხენში - 2:0 გამარჯვების შემდეგ მადრიდის ”რეალმა” ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მე-10 შეხვედრა მოიგო და გაიმეორა 2013 წლის მიუნხენის ”ბაიერნის” რეკორდი. მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი სწორ გზას ადგას.

რობერტო დი მატეო - ”შალკეს” მთავარი მწვრთნელი:

ეს შედეგი ჩვენთვის საუკეთესო არ გახლავთ, რადგან მომენტები არც ისე ბევრი იყო, როგორც ჩვენი, ისე ”რეალის” კართან. განსხვავება ის არის, რომ მადრიდელებმა გაგვიტანეს, ჩვენ ვერა. პირველ ტაიმში ჰუნტელაარის დარტყმა გვქონდა, რომელმაც იკერ კასილასი აიძულა რთული სეივი განეხორციელებინა. მეორე ტაიმში კი 0:1-ზე ბურთი ხარიხას გავარტყით. რომ გაგვეტანა იმ ეპიზოდში, ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად დამთავრებულიყო.

ჩვენ კარგად ვიბრძოლეთ და ყველაფერი ვიღონეთ ძლიერ მეტოქესთან პაექრობაში. დღევანდელი შედეგი სათამაშო კლასმა განაპირობა. ის განსაკუთრებით შესამჩნევი შეტევაში იყო. თუ ”რეალს” თავისუფალ ზონებს უტოვებ, ის უაღრესად სახიფათო ხდება. მადრიდელებმა ეს უნარი განსაკუთრებით პირველი ტაიმის ბოლოს გამოამჟღავნეს, როცა ჩვენ მას ბევრის უფლება მივეცით. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ამიტომ უნდა გვწამდეს, რომ მადრიდში რამეს ვიღონებთ.

გვსურდა მინიმუმამდე დაგვეყვანა საფრთხეები ჩვენს კართან. არ დაგვეტოვებინა ხაზებს შორის თავისუფალი სივრცეები. საერთოდ, დაცვის დროს ცოტა ზემოთ, ცენტრისკენ ვიწევით ხოლმე, მაგრამ მათი სისწრაფე და კონტრშეტევების სიმძაფრე უნდა გაგვეთვალისწინებინა.

თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს, მადრიდში ორი გოლი უნდა გავიტანოთ. საერთოდ, ასეთ მატჩებში ბევრი მომენტები არ იქმნება ხოლმე. ყველაფერს ოსტატობა წყვეტს. ჩვენ ხარიხა ჩამოვხსენით, მათ კი ბურთი ”ცხრიანში” გაუშვეს - ეს არის და ეს.

კარლო ანჩელოტი - ”რეალის” მთავარი მწვრთნელი:

დღეს გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. ჩვენ სწორად მივუდექით საქმეს. ამ მატჩის ინტენსივობა მაღალი არ იყო. ეს უფრო იყო თამაში, სადაც შანსს მოთმინებით უნდა დალოდებოდი. ჩვენ დაველოდეთ და შედეგად, წარმატებით ვაკონტროლეთ მატჩის მსვლელობა. მხოლოდ ერთ ეპიზოდში შეგვექმნა ხიფათი, როცა ბურთი ხარიხამ აისხლიტა. მთლიანობაში კი გუნდმა კარგად ითამაშა.

ყველამ იცის, რომ კრიშტიანუ რონალდუ გოლებზე ფიქრებით ცხოვრობს. ჩვენთვის პრობლემა არ იქნება, თუ ის რამდენიმე თამაშში გოლს ვერ გაიტანს, მაგრამ ის ნერვიულობს ამ ყველაფერზე. დღეს მან რთული ბურთი შეაგდო. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გოლი იყო, რომელმაც ანგარიშის გახსნის საშუალება მოგვცა. ვფიქრობ, სწორ გზას ვუბრუნდებით.

მარსელომ ძალიან გამახარა. არცთუ ისე ხშირად გააქვს მას გოლები მარჯვენა ფეხით დარტყმის შემდეგ. ასე, რომ ამ გოლმა სასიამოვნოდ გამაოცა. გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, რომ მინდორზე ვიდექი და მასთან ერთად ვზეიმობდი ამ გოლს.

დღეს თქვენ გქონდათ საშუალება დარწმუნებულიყავით, თუ რას ნიშნავს პეპეს გამოცდილება და თამაშის ცოდნა. დაცვაში ის უბრალოდ შეუდარებელი იყო.მის მონაწილეობას ამ ესოდენ მნიშვნელოვან მატჩში ყველა ჩვენგანისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. 

მინდორზე ლუკას სილვა შევიყვანე, რადგან ახალი იდეები მჭირდებოდა. კვირას მან ძალზე ცოტა ითამაშა. სილვას ჩვენი ნახევარდაცვის თამაში უნდა დაელაგებინა. მან ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი. ის მისაღებად მარტივ გადაცემებს ახორციელებდა და გონებამახვილობა გამოავლინა. სილვა მხოლოდ 22 წლისაა. ეს მისი პირველი, მართლაც სერიოზული მატჩი იყო ”რეალის” შემადგენლობაში.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 იანვარი 20:54 მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას